საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 7093–ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული 3714. კარანტინის რეჟიმში 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1100 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.