საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ გამოიყენეს, შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, ის სასარგებლო გამოდგეს მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ გამოიყენეს, შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, ის სასარგებლო გამოდგეს მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ

access_time2020-04-12 10:00:11

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად.

„მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. ციტოკინურ შტორმზე, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

2020 წლის 26 მარტს აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) „ტოცილიზუმაბის“ COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.

საქართველოში „ტოცილიზუმაბი“ გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


ცერცვაძე განმარტავს, რომ „​ტოცილიზუმაბი“ ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები, უკუჩვენებები, შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

„ამიტომ, „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ა.წ. 25 მარტს შემოვიდა პაციენტი – ე.ბ., ქალი, 41 წლის, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში). შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა (რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ „ტოცილიზუმაბი“ შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up