საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 9 პაციენტია განკურნეული. გოგონავას თქმით, მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ საღამოს დატოვა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთლიანობაში 61-ია. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3222 ადამიანი,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.