საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

access_time2021-01-23 10:59:33

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.



„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.



ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.



ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.




დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.




საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9.



სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი.



ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 1 400, იმერეთში - 2 062“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up