საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ეს დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადამიანი.
IPN.GE