ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი გარდაიცვალა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში არასდროს დაფიქსირებულა.
ბოლო დღე–ღამეში კოვიდინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი.
პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში სულ 7 028 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 25 აგვისტოს 28 196 აცრა გაკეთდა. სულ საქართველოში 1 038 292 აცრაა გაკეთებული. დღეის მდგომარეობით სრულად აცრილია 318 912 ადამიანი.