ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან, კორონავირუსის ხუთ ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
” 2 პაციენტთან განმეორებით კვლევაზე უარყოფითი შედეგია, ერთმა პაციენტმა დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს.
შეგვიძლია ვთქვათ რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი”-ამბობს ეზუგბაია.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 15 მარტს განიკურნა. დღეს კი მას კიდევ 2 პაციენტი დაემატა.