საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა და ქვეყნის მასშტაბით ის კვლავ 208-ს შეადგენს.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში კოვი19-ისგან 37 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 50.
ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს ჩატარებული შვიდი ტესტიდან, ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„დილას ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირებადა ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული.კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
1tv.ge