საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge - ზეა განთავსებული.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7827–ია.
კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში - 5900, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1388 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.