საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564-ს შეადგენს. განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში - 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1100 ადამიანი იყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.