საქართველოში კონკურენციის  მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოში კონკურენციის მსოფლიო დღე აღინიშნება

access_time2017-12-05 13:00:11

საქართველოს კონკურენციის სააგენტო წელს პირველად უერთდება კონკურენციის მსოფლიო დღის აღნიშვნას, თემით - „ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნესის კეთილსინდისიერება - როგორც აუცილებელი ელემენტები მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის". როგორც „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, კონფერენცია სასტუმრო „ბეთსში" იმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.



"ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა მომხმარებელზე უნდა აისახოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ყველა მხარის უფლება, ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გზაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისკენ. დღევანდელ შეხვედრაზე, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი იმ მიზნით, რომ კონკურენციის ადვოკატირება და მისი სიკეთეების პრაქტიკაში გამოყენება მათთვისაც ნათელი იყოს. აღნიშნული კონფერენცია მათი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობასთან ერთად, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის და მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას; პრევენციას და კონკურენციის სფეროში კეთილსინდისიერი ქცევის, კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების, ვალდებულებების, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას; კონკურენციის პოლიტიკის პოპულარიზაციას; ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირებას; ბიზნესის წარმართვის უპირატესობების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება", - განაცხადა შეხვედრისას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა.



ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს - ლიტვის კონკურენციის საბჭოს წარმომადგენელმა იევა იაკუბავისიენმა; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა; კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სოფიო მომცელიძემ; ევროკავშირის პროექტის წამყვანმა ექსპერტმა კონკურენციის სამართლის საკითხებში დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩმა. სემინარის თანაორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა".



მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1980 წლის 5 დეკემბერს მიიღო.

 

 

 



გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up