საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

access_time2019-11-15 14:44:08

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება.



ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 8 ნოემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.



კერძოდ, საუბარია, ,სს „ ოქეიზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.




„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.



მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ხოლო 15 ნოემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 48-ს შეადგენს.



აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 19-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მისო იყო რეგისტრირებული.



BPN.GE 







„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...


მსგავსი სიახლეები

up