საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს

access_time2020-11-28 11:24:26

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს.დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის  9 თვის მონაცემებით, სულ გაცემულია 609 027 პოლისი, რაც 15 2013-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 9 თვეში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.

ამასთან, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 211,27 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს 9 თვეში ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 61.53 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 29% დაიკავა. ხუთეულში შედიან -  „იმედი L“ (49,94მლნ ლარი);„არდი“ (30,38 მლნ ლარი); „პსპ“ (13,23 მლნ ლარი) და „ირაო“ (13,67 მლნ ლარი).

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა  513,4 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი.


სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს.

business -partner.ge




“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!
access_time2021-01-27 13:55:15
ხანდახან ადამიანებს იმ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები გვიჩნდება, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. ტექნიკა და ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ყოფა. თუმცა, ამ ტექნიკაშიც არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე აქტიური, ხშირი და განსაკუთრებულია, მაგალითად სმარტფონთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან, სმარტ საათთან და ა.შ.    ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიკასთან გაცილებით ახლო და...

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად “ - ლილო მოლი

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად “ - ლილო მოლი
access_time2021-01-27 15:00:54
„არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, რა შედეგი მოჰყვება პროტესტს. მოვაჭრეები ნაწყენები არიან ჩვენზეც, ყველაზე და აღარც გველაპარაკებიან,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა. „მოვაჭრეები ბიზნესმენები არიან და თავჩაქინდრული შრომობდნენ ყოველთვის, ახლაც ერთი სული აქვს ყველას როდის გაიხსნება ბაზრობა, რომ მალე დაიწყონ მუშაობა.  ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი...

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...


მსგავსი სიახლეები

up