საქართველოში კარტოფილის ფასი წელსაც რეკორდულად დაბალი იქნება

საქართველოში კარტოფილის ფასი წელსაც რეკორდულად დაბალი იქნება

access_time2021-06-03 16:30:19

2020 წლის ოქტომბრიდან ქართველი მწარმოებლები 1 კგ. კარტოფილს 50-60 თეთრად ყიდიან. მეტიც - გაიაფება აპრილშიც გაგრძელდა, როდესაც წესით ფასი პირიქით, მარაგების შემცირების გამო, უნდა იზრდებოდეს.

 

ფერმერები და გლეხები კარტოფილზე დაბალმა ფასმა დააზარალა და მათმა ნაწილმა მოსავლის არა გაყიდვა, არამედ თავიდან დარგვა გადაწყვიტა - სავარაუდოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ შემდეგი სეზონი უკეთესი იქნება. ასე რომ სექტემბერში ისევ უხვი მოსავალია მოსალოდნელი.

 

მსგავსი ვითარებაა თურქეთშიც, სადაც ბაზარზე კარტოფილის სიჭარბეა, რაც ქართულ ბაზარზე დამატებით წნეხს ქმნის.

 

2021 წლის იანვარში ქართული კარტოფილის საშუალო ფასი 2019-2020 წლებთან შედარებით 28%-ით ნაკლები იყო, ხოლო აპრილში სხვაობა 60%-მდე გაიზარდა. კარტოფილის გაიაფების ძირითადი ფაქტორებია ტურისტული და სარესტორნო ბიზნესის ვარდნა  და ასევე 2020 წლის მარტ-აპრილში პანდემიის ფონზე აჟიოტაჟური მოთხოვნა.

 

მარაგების მატების ფონზე ადგილობრივმა ფერმერებმა და გლეხებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლის გადაყრას აპირებდნენ. საბოლოოდ მათ ჭარბი კარტოფილის მოშორების 2 ვარიანტს მიაგნეს - ექსპორტი და მიწაში ჩამარხვა. მეორე უფრო მარტივი აღმოჩნდა.

 

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო მიმართულებაა აზერბაიჯანი. როგორც წესი აზერბაიჯანელი მეწარმეები საქართველოში სატვირთო მანქანებით ჩამოდიან, კარტოფილს ყიდულობენ და შინ ბრუნდებიან. თუმცა, 2021 წელი განსხვავებული აღმოჩნდა - აზერბაიჯანში სუსტი მოთხოვნა იყო, ხოლო სხვა ბაზრებზე გასვლისთვის ქართველ გლეხებს და ფერმერებს საკმარისი არც ინფრასტრუქტურა, არც მარკეტინგული უნარ-ჩვევები, არც ლოგისტიკა და არც გამოცდილება აქვთ.

 


გაუყიდავი კარტოფილის დიდი ნაწილი ისევ დაირგა მომავალი სეზონის იმედით, თუმცა, ეს მოლოდინი შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს - პრობლემა იმაშია, რომ თურქეთშიც კარგი მოსავალია მოსალოდნელი. როგორც წესი, მოთხოვნა თურქეთში ძალიან მაღალია, მაგრამ არა პანდემიის და ტურისტული სეზონის ჩავარდნის პირობებში.

 

ტურისტების ნაკლებობა კარტოფილის ჭარბ მარაგებს ნიშნავს, შესაბამისად, თურქეთის საკუთარი პროდუქტის გასაღებას ნებისმიერი გზით შეეცდება. კარტოფილის ნაწილი შესაძლოა საქართველოშიც აღმოჩნდეს.

 

ქართველი ფერმერების მცირე ნაწილმა კონკურენტების დამარცხების სხვა გზას მიაგნო  - მაღალი ხარისხის ხარჯზე.

 

2021 წლის პირველი 4 თვის მანძილზე საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი(1072 ტონა)  2017-2018  წლების ერთად აღებულ მოცულობებს აღემატება. თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც მისი ფასი წინა წლებთან შედარებით 46%-ით გაზრდილია.

 

სათესლე კარტოფილის იმპორტი ნიშნავს მეტ მაღალხარისხიან პროდუქტს, რომელზეც მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ მაღალია. ასევე მას მეტი შემოსავალიც მოაქვს - ევროპული სათესლე კარტოფილის გამოყენებით მიღებულმა კარტოფილმა ფერმერებს 27%-ით მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე საშუალოდ ქართულ ბაზარზე

 

ამ მაღალხარისხიან კარტოფილზეც ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ის უპრობლემოდ გაიყიდა და მისი გადაყრა ან მიწაში ჩამარხვა საჭირო არ აღმოჩნდა.

 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას რომ 2021-2022 წლების სეზონის კარტოფილის მოსავალი ისევ ძალიან მაღალი იქნება და მწარმოებლებს მისი გასაღების პრობლემები ისევ ექნებათ. თუმცა, მათ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ტურიზმის აღდგენის, და შესაბამისად მოთხოვნის ზრდის იმედი აქვთ.

 

 

Eastfruit.com

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
კარტოფილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up