საქართველოში კაკლის მოსავალი მოსალოდნელზე მცირეა - როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

საქართველოში კაკლის მოსავალი მოსალოდნელზე მცირეა - როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

access_time2020-10-04 23:00:00

კაკლის მოსავლის აღება საქართველში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ქვეყანაში ინტენსიური ბაღების უმეტესობა შედარებით ახალია, რადგან ის მთავრობის 2014 წლის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა. კერძოდ, საუბარია 2,808 ჰექტარ კაკლის ბაღებზე, რასაც 2025 წელს 12,5 ათასი ტონა მოსავლი უნდა მოჰყვეს.



ქართველი მწარმოებლები ძირითადად ამერიკული სახეობის კაკალს უჩივიან, რომელიც კარგი ნაყოფიერებით არის ცნობილი. აღნიშული ჯიშის პოპულარობაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეზობელი თურქეთიდან ნერგების იმპორტმა, რომელსაც აგროტექნიკური მხარდაჭერა აქვს.



East ruit-ის ექპერტებმა ქართველი მწამოებლები გამოკითხეს, თუ როგორ მიმდინარეობს სეზონი და ამასთან, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.



გამოკითხულთა ნაწილი, წელს პირველად მიიღებს კომერციულ მოსავალს, ნაწილი კი ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია. შედეგად, მწარმოებლები ჯერ ისევ ბაღებზე ზრუნვის ხარჯებს იხდიან.



ფერმერები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომელმაც წელს კაკლის მოსავლიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.



პროდუქტი ყველაზე მეტად ამინდმა დააზარალა. გასული წლის ნოემბერში ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იყო, რაც შეეხება წლევანდელ ზაფხულს საკმაოდ ცივი იყო. აღნიშული მიზეზით რამდენიმე მწარმოებელმა მოსავალი საერთოდ დაკარგა.




ნოდარ მოდებაძე, რომელმაც პარტნიორებთან ერთად კაკლის ბაღები 4 წლის წინ კახეთის რეგიონში 13 ჰექტარზე გააშენა, ამბობს, რომ მოსავალი არ მიუღია არც შარშან და არ ექნება არც წელს. ამის მიზეზი კი ყინვა იყო. მისი თქმით, ხეების ნაწილი მოსაჭრელი გახდა, 10 % კი თავისით გახმა.



კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის შესახებაც ყველა ფერმერი საუბრობს, ეს არის ტექნოლოგიური ცოდნის ნაკლებობა. მებაღეები თვლიან, რომ კულტივირებული ბაღებიდან მოსავალი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო ნერგების შეძენის დროს, რადგან კულტურის მოვლის ტექნოლოგიური ცოდნა არ არსებობს. ისინი, ვინც მაღალხარისხიანი ნერგებისთვის ფულს არ ზოგავდა, ამ ხნის განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეს არის კაკლის საკმაოდ მომთხოვნი ჯიში, ამიტომ მსხვილი მწარმოებლების უმეტესობა კონსულტაციას ესპანელ, იტალიელ და თურქ აგრონომებთან გადის.



მიუხედავად სირთულეებისა, მწარმებლები თვლიან, რომ რამდენიმე წელში პრობლემები დაიძლევა და შიდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას შეძლებენ.



აქვე აღსანიშნავია, რომ საქართვლოში კაკლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ფერმერები მხოლოდ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ აპირებენ ექსპორტზე ფიქრს. თუმცა, ამასთან, პროგრესიც აშკარაა, საქართველოდან კაკლის ექსპორტის ზრდა მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს.



მართალია, პანდეიას კაკლის წარმოებაზე გალენა არ ჰქონია, თუმცა, ფერმერები შიშობენ, რომ წელს საქართველში მოთხოვნა მაინც შემცირდება. გურამ ნაკაშიძე, რომელიც წელს კახეთში 15 ტონა კაკლის მოლოდინშია, მომავალ წელს 70-80 ტონის, ხოლო სრული მოსავლიანობის პირობებში 300-400 ტონის, პროდუქტის შიდა ბაზარზე გაყიდვას გეგმავს. თუმცა შიშობს, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში დიდი მოთხოვნა აღარ იქნება.



ფერემების აზრით, 2020 წელს ადგილობრი ბაზარზე 1 კგ კაკლის ფასი 8-9 ლარი იქნება, ხოლო შიგთავსის - 24-26 ლარი.




BPN.GE





თეგები:
მოსავალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up