საქართველოში იწყება ახალი პარტნიორობის ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად

საქართველოში იწყება ახალი პარტნიორობის ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად

access_time2020-08-10 20:05:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის.


მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი თანხმდებიან, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთობლივი პროგრამის შექმნით.


საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერის საჭიროების საფუძველზე, თანამშრომლობა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევას და მომსახურების უწყვეტობის ხელშეწყობას პროაქტიული სტრატეგიების მეშვეობით, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით დაავადებათა პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე.



პარტნიორობის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დაიწყებენ დედებისა და ბავშვების დისტანციურ მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. ინიციატივა ითვალისწინებს დედებისა და ბავშვებისათვის პანდემიის პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების შენარჩუნებას, რასაც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ჯანდაცვის სისტემის უჩვეულოდ მაღალი დატვირთვისა და პანდემიით გამოწვეული არაორდინარული სამუშაო რეჟიმის გამო.


ამას გარდა, პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნება მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რეალურ დროში რუტინული შეგროვებისათვის, რაც შექმნის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების საფუძველს.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ქოლგა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გააფორმეს ზემოთხსენებული პროგრამების განხორციელებაზე თანამშრომლობის შეთანხმება.


imedinews.ge

თეგები:
ჯანდაცვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up