„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

access_time2020-02-25 10:00:04

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს.


„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებს ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს და თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთები გვსურს, საჭიროა სწრაფად ვვითარდებოდეთ და ინფლაციის დონეც დაბალი იყოს.


„ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები იმის შესაბამისია, როგორი ეკონომიკური  მდგომარეობაც აქვს მას, შესაბამისად ჩვენ უნდა შევედაროთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც განვითარების დაახლოებით ჩვენნაირი ეტაპზე არიან და ამის მიხედვით უფრო  ობიექტური იქნება იმის დასკვნა, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები როგორია. თუ გვინდა დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდიოდეს, უფრო სწრაფად ვიზრდებოდეთ და საერთაშორისო რეიტინგებში დავწინაურდეთ. ეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 9%-ია, რასაც ბანკის პროცენტი ემატება, მაგრამ უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხი ისტორიულ მინიმუმზეა. თუ გვინდა შევედაროთ აშშ-ს, გერმანიას და პოლონეთს ეკონომიკური მდგომარეობით მათ უნდა მივუახლოვდეთ. უძრავი ქონების დიდი უმრავლესობის შეძენა იპოთეკური სესხით ხდება, თუ სესხზე საპროცენტო განაკვეთი იმატებს, ქონების გაყიდვა თავისთავად შემცირდება. საპროცენტო განაკვეთები იმის გამო გაიზარდა, რომ ინფლაცია მაღალი იყო, შემდეგ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა გაამკაცრა, რამაც ეკონომიკური ზრდა შეანელა და ეს  უძრავი ქონების ბაზარზე თავისთავად უარყოფითად აისახა“, - განმარტავს გიორგი კეპულაძე.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ იპოთეკური სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთს საქართველოში მონოპოლიზირებული საბანკო სექტორი და არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო განაპირობებს.


„იპოთეკური სესხი არის ის, რისი საშუალებითაც ადამიანს თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. საქართველოს პირობებში სადაც ხელფასი, „საქსტატის“ აბსურდულ მონაცემებს თუ არ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 500-600 ლარია, გამოდის რომ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ადამიანმა უძრავი ქონება შეიძინოს - იპოთეკური სესხია. ის რომ სესხები მაღალია, ამის ერთ-ერთი ფაქტორი მონოპოლიზირებული საბანკო სექტორია, იმის მიუხედავად რომ ქვეყანაში 19 კომერციული ბანკია, რეალურად ბაზარი 4 დიდ ბანკს აქვს მონოპოლიზირებული. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ამ ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, საერთაშორისო კომპანიების გასვლა მოწმობს, მაგალითად Societe Generale-მა და „ლიბერთი ბანკის“ უცხოელმა პარტნიორმა ბაზარი მალევე დატოვეს. ქვეყანაში რეალურად 4 ბანკი წყვეტს რა უნდა იყოს საქართველოში სესხის ფასი. მაღალს სესხს არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და მაღალი ინფლაციაც განაპირობებს. თუ გავიხსენებთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეგულაციებს, ამან კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო მსესხებლები და დეველოპერები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სამშენებლო სექტორი ყველაზე მეტად რაზეც წუხდა საბანკო რეგულაციების შემდეგ კიდევ უფრო შემცირებული გაყიდვები იყო. აღსრულების მაჩვენებლებიც კი ამაზე მიუთითებს, აღსრულებაში იპოთეკური სესხით უზრუნველყოფილი ქონების რაოდენობა გაიზარდა, იმიტომ რომ ხალხი ვეღარ ახერხებს მაღალპროცენტიანი სესხების გადახდას.


ამ მონაცემების მიხედვით, რეგიონში ძალიან ცუდი მაჩვენებელი და ყველაზე ძვირი სესხი გვაქვს, სესხის სიიაფით გვისწრებს აზერბაიჯანიც, სომხეთიც და რუსეთიც, რაც საინვესტიციო თვალსაზრისითაც ცუდია, რადგან რომელიმე დეველოპერს რომ უნდოდეს ქვეყანაში შემოსვლა, ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ძვირი სესხი ავტომატურად ნაკლებ მყიდველს ნიშნავს, იმ პირობებში როდესაც იპოთეკური სესხი ქვეყანაში ასეთი ძვირია, ეს თავისთავად სამშენებლო ბიზნესს აზარალებს და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს. თუ იპოთეკური სესხი გაიაფდება, ეს თავისთავად მომიჯნავე სექტორებზეც დადებითად აისახება“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.



აღსანიშნავია, რომ Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია შემდეგია:

1. ფინეთი - 1,46%

2. იაპონია - 1,48%

3. სლოვაკეთი - 1,60%

4. შვეიცარია - 1,61%

5. საფრანგეთი - 1, 64%

6. დანია - 1,77%

7. ბელგია - 1,82%

8. გერმანია - 1,88%

9. ტაივანი - 1,89%

10. იტალია - 1,99%.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up