საქართველოში ინტერნეტი  დისტაციურად დასაქმებული ადამიანების  მეოთხედისთვისაა ხელმისაწვდომი

საქართველოში ინტერნეტი დისტაციურად დასაქმებული ადამიანების მეოთხედისთვისაა ხელმისაწვდომი

access_time2020-04-15 16:00:32

მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა, ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა,  ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დისტანციური მუშაობა კონკრეტულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.დისტანციური მუშაობის პრობლემურ მხარეზე საუბრობს საკუთარ კვლევაში ეკონომიკის  დოქტორი ირაკლი ყიფიანი.  კვლევის თანახმა   რომ დასაქმებულთა მხოლოდ 24%-28%-ს შეუძლია პრობლემა ტექნიკური მხარე და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაა.

 

 საქართველოს მოსახლეობის 48%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი: სოფლად მცხოვრები მოსახლეობის - 74%-ს, ხოლო ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის - 24%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი.

 

ტექნოლოგიური მხარის პრობლემაზე საუბრობს  „ეიჩარ გილდიის დამფუძნებელი“ ლილი ბიბილაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ თანამშრომელი, რომელიც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა ყველანაირად  უნდა უზრუნველყოს.

 

„თუ კომპანიას ის თანამშრომელი, რომელიც დისტანციურზე გადაჰყავს სჭირდება და მისი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა შეუქმნას პირობები. იგივე კომპიუტერი,, რომლითაც სამსახურში მუშაოდნენ სახლში მიუტანონ, ან ინტერნეტი ამ დროის განმავლობაში გაუაქტიურონ. ამას აკეთებენ კომპანიები, თუ ეს ღირებული თანამშრომელია და თუ ღირებული არ არის აქამდეც რატომ ინახავდნენ. ეს საკითხი მოგვარებადია თუ კომპანიას სჭრიდება.



ისინი, ვინც სახლიდან მუშაობს, ყველას აქვს პირობები და ასე თუ ისე მეტნაკლებად კონტროლირებადია ეს საკითხი. ვთვლი, რომ  ერთ-ერთი გარემოს და ჰაერის გაწმენდის შემდეგ თუ რამე პლიუსი მოგვცა ამ ვირუსმა არის, ტექნოლოგიების გამოყენების  დაჩქარებული ტემპი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დატოვებს დისტანციურ მუშაობაზე, ვინაიდან, კომპანიები ამით ხარჯებს შეამცირებენ, რადგან სახლიდან მუშაობა უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის,რომ ოფისში დადის თანამსრომელი, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ შეღავათებს. იგივე ელექტროენერგიის, ცვეთის ან ფართის ხარჯზე. თუმცა,პრობლემა შეექმნება უძრავი ქონების ბაზარს, რადგან თუ კონკრეტული ადამიანების რაოდენობა დისტანციურ მუშაობაზე გადავა, აღარ იქნება საჭირო დიდი ოფისები.“-ამბობს ბიბილაშვილი.

 

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე „კომერსანტთან“  აცხადებს, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანთა წილი საკამოდ დაბალია.


„წარმოება დისტანციურად ვერ მოხდება, ეს  ლოგიკურია. სერვისების შემთხვევაშიც, ადამიანმა უნდა მოამზადოს ის პროდუქტი,რასაც ჩვენ ვუკვეთავთ. ჩვენ მაინც ვერ ვცდებით ურთიერთობებს. მთავარია სოციალური დისტანცია დავიცვათ. რაც შეეხება იმას, რომ ზოგს ინტერნეტი არ აქვს, რა თქმა უნდა მართალია. ზოგი რეგიონშია და ყველგან არ იჭერს ინტერნეტი, საქმე გვაქვს  ტექნიკურ პრობლემებთან, თუმცა რეალობასთან ახლოსაა ეს კვლევა, რადგან შეუძლებელია დისტანციურად ყველაფრის გაკეთება.თუმცა მაინც უნდა შევეჩვიოთ დისტანციურ მუშაობას. რადენიმე  თვე რომ გავაჩეროთ ყველაფერი და დისტანციურადაც არ ვიმუშაოთ,  კატასტროფის ზღვარზე აღმოვჩნდებით“


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up