საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF 2022 მერვედ გაიმართა

საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF 2022 მერვედ გაიმართა

access_time2022-11-21 15:19:47

21 ნოემბერს საქართველოში ინტერნეტმმართველობის  რიგით მერვე ფორუმი - GeoIGF 2022 გაიმართა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა და ღია იყო ყველა დაინტერესებული მონაწილისთვის. ფორუმის ყველა სესია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ვებგვერდზე www.igf.ge, სადაც ასევე მოცემული იყო ყველა სხვა ინფორმაცია ფორუმის შესახებ.


ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ჩატარდა.     


ფორუმის გახსნის ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და ინტერნეტის საზოგადოება (ISOC), ევროპული მთავრობისა და რეგულატორული საკითხების უფროსი დირექტორი დევიდ ფროუჩი.


"საქართველოს მთავრობის  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს. ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ა.შ. შეუძლებელია საუბარი კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, რაც ციფრული ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ბოლო წლებში საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტმოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული  ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს  შორის ურთიერთობისას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, GeoIGF-მა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით და წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.



„დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ყველა მხარის, საჯარო და კერძო სექტორის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არის სწორედ ის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო საზოგადოების შემდგომ განვითარებას ემსახურება," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. 


ფორუმი მოიცავდა 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას, რომელიც  საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხებოდა. ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის  ღიაობის, და სხვა საკითხებს. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს ინტერნეტ-მმართველობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.


გარდა ამისა, GEOIGF2022-ზე  განხილვა წარიმართება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ინტერნეტ-ქსელის განვითარება და საყოველთაო ინტერნეტიზაცია; ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის აღსრულების და მედია წიგნიერების მდგომარეობა; ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; საავტორო უფლებები და ქართული .ge ზონის გამოწვევები, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმდინარე გამოწვევები. 


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბებაზე, აგრეთვე აიპი მისამართების და ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის გამოწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმი უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.


ფორუმის მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტსაზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up