კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში დეკემბერში ინტერნეტის მეშვეობით 554 მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 237,1 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 2019 წლის დეკემბერში ეს მოცულობა 316,8 მილიონ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება უშუალოდ გადახდების რაოდენობას, მან 2020 წლის დეკემბერში 8,690 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი წლიურად 4,1 მილიონი ოპერაციით არის გაზრდილი. (2019 წლის დეკემბერი - 4,588 მილიონი)
12-თვიანი მაჩვენებელი კი ასეა შეცვლილი:
2019 წელს ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა შეადგენდა 54,865 მილიონს, 2020 წელს - 61,537 მილიონს
2019 წელს განხორცციელებული ოპერაციების მთლიანი მოცულობა შეადგენდა - 3,504 მლრდ ლარის; 2020 წელს - 4,059 მლრდ ლარს.
BPN.GE