საქართველოში ინტერნეტ მმართველობის  რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება

საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება

access_time2021-11-30 16:50:00

30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ტარდება.



ფორუმი 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიება 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.



ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა; გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე და მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერი ანრიეტ ესტერიუსენი, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჯეინ კოფინი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი.



ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ღონისძიებამ უმასპინძლა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობას საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში, რამდენადაც იგი წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს. ამ მიზნით, მხარეები, ინტერნეტის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობა და ღიაობა. ამასთან, მემორანდუმი გულისხმობს კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას.




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად. „ამ მხრივ, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ქვეყნის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელეკომ ბაზრის გახსნილობა, ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა და დარგის ტექნოლოგიური განვითარება აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხელმისაწვდომი და ადეკვატური მომსახურებები და გაიზარდოს ციფრული სერვისებიდან მიღებული ბენეფიტები. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად ციფრული ხდება, მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო კავშირი კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ბაზარზე არაერთი საინტერესო პერსპექტივა არსებობს. თანამედროვე ტელეკომში სულ უფრო მეტ გლობალურ პროექტებს და ინიციატივებს ეყრება საფუძველი, შესაბამისად ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარება ქმნის უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს ინოვაციებისთვის, რაც თავის მხრივ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ციფრული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფაში, თუმცა ასევე დიდია სფეროს მოთამაშეების პასუხისმგებლობაც. ქვეყანაში დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად აუცილებელია სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად არსებითი წინაპირობაა სექტორის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერები უნდა მოიხსნას. უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ინოვაციური, ციფრული ბიზნეს მოდელების სტიმულირებით. ასეთი მიდგომით საქართველოში რეგულირების არსებული მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს.“ - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.



ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას განცხადებით, ევროპის საბჭო სიამოვნებით უჭერს მხარს დაინტერესებულ მხარეთა მრავალმხრივ დიალოგს, რაც, ინტერნეტის სფეროში, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ჩვენ მივესალმებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას და ვიწვევთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს გახდეს ფორუმის წევრი და გამოიყენოს აღნიშნული პლატფორმა ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად.



GeoIGF 2021-ზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.



ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).



ფორუმმა, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 200-მდე მონაწილე ესწრება, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ. ფორუმი თავს უყრის აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.




თეგები:
ფორუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up