საქართველოში ინფიცირებულებს შორის მედიკოსები 12,7%-ს შეადგენენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულებში 12,7 პროცენტს შეადგენს. ასეთივეა დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ესპანეთში იყო 19%, საფრანგეთში - 15% და ა.შ. საშუალოდ ეს მაჩვენებელი 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს. ექიმებმა ძალიან მკაცრად უნდა დაიცვან ის წესები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დადგენილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.