საქართველოში Henkel-ის საწარმო 14 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოში Henkel-ის საწარმო 14 სექტემბერს გაიხსნება

access_time2016-08-16 09:30:36

„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ გერმანული კომპანია Henkel-ის ქარხანა  საქართველოში, კერძოდ გარდაბანში, 14 სექტემბერს გაიხსნება. როგორც კომპანიის წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან" განმარტავს,  საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო დეტალების დამუშავება და გახსნისთვის მზადება. კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოში წებოვანი სამშენებლო მასალების წარმოება მოხდება, რომელიც როგორც საქართველოში ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიყიდება.


მათივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა „ჰენკელისთვის“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში, გამომდინარე საინვესტიციო გარემოდან და მდებარეობიდან. კომპანიის პროდუქცია უკვე გამოიყენეს რამდენიმე პროექტის მშენებლობისთვის თბილისში, ბათუმსა და ბაქოში. პროექტში „ჰენკელი“ 8 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. საწარმოს მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

 


საწარმოს მშენებლობა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედეგია.


ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "ჰენკელი" გერმანიაში დაფუძნდა. მსოფლიო მასშტაბით კომპანია ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up