საქართველოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებზე ზრუნვა გაუმჯობესდება

საქართველოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებზე ზრუნვა გაუმჯობესდება

access_time2016-06-15 14:49:30

დღეიდან ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო უწყებებთან ერად, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები იზრუნებენ. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. რეფორმისა და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე შეხვდნენ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

 

რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსათვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ. დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს და სახელმწიფოსაგან ყველა საჭირო სერვისს იღებს.


 

„UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up