საქართველოში გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია

საქართველოში გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია

access_time2019-04-20 13:24:21

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება.


საქართველოს პირველი არხის გადაცემა„ბიზნესპარტნიორის“ მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო.


ერთ წელში 57 ერთეულითაა გაზრდილი ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება უფიქსირდებათ.



აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.


ამასთან, ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი, მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიების ხელმძღვანელობის მონაცემები. თუმცა, აღნიშნული მილიონები ძირითადად მათთვის გადაცემული კომპანიების აქციების ხარჯზეა. მაგალითად, ცნობილია, რომ გასულ წელს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ანაზღაურება 3.3 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან 454 000 ფულადი ანაზღაურება იყო, დანარჩენი აქციების სახით გაცემული ბონუსია. მისი მოადგილის, გიორგი შაგიძის წლიური შემოსავალი კი 1.71 მლნ დოლარი იყო, აქედან 227 000 – ფულადი ანაზღაურება. 3.13 მლნ დოლარი მიიღო „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ, ამ შემთხვევაშიც უდიდესი წილი აქციებზე მოდის. „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი გილაურის 2018 წლის სახელფასო შემოსავალი კი, 4.06 მილიონ დოლარს შეადგენდა. გილაურს ფულადი ანაზღაურება გასულ წელს არ მიუღია. ინფორმაცია მათი შემოსავლების შესახებ აღნიშნული კომპანიების წლიურ ანგარიშებშია ასახული.


1tv.ge




თეგები:
შემოსავალი



20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up