საქართველოში ფქვილის ფასები მცირდება- გაიაფდება თუ არა პური და პურპროდუქტები ბაზარზე

საქართველოში ფქვილის ფასები მცირდება- გაიაფდება თუ არა პური და პურპროდუქტები ბაზარზე

person access_time2016-08-26 09:11:42

ხორბლის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე მცირდება. ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-2017 წლების სეზონზე 20 მილიონი ტონით მეტი იქნება  და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს.

 

ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე,  ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ. საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდება, სადაც ასევე რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. „ხორბლისა და პურ - პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით,  რუსეთში წელს 110 მილიონ ტონა მარცვლეულის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც 70 მილიონი ტონა ხორბალია. მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან რუსეთი გეგმავს ექსპორტის გადასახადის გაუქმებას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ხორბლისა და ფქვილის ფასს.  კითხვაზე, გაიაფდება თუ არა ხორბლისა და ფქვილის ფასის შემცირების შემდეგ პური და პურპროდუქტები,  ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად პურის მწარმოებლებს აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ერთი ტომარა  პირველი ხარისხის ფქვლის ფასი 33-34 ლარია, შარშან ეს ფასი 46 ლარი იყო. სილაგავა განმარტავს, რომ წელს შემცირებულია ქართული ხორბლის ფასიც და შარშანდელი 50 თეთრიდან 41 თეთრზე ფიქსირდება.



პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც ფქვილი ძვირდებოდა, პური არ გაძვირებულა და საწარმოებმა ფასის „დაჭერა“ საკუთარი ფინანსების ხარჯზე შეძლეს. დოლიძის თქმით, გაიაფდება თუ არა პური, ამას ბაზარი დაადგენს, რადგან საბაზრო ეკონომიკის მიხედვით, თუ ფქვილი გაიაფებას გააგრძელებს და მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ფასიც დაიწევს. „პური ღირს იმდენი, რაც უნდა ღირდეს. დღეს პურის მწარმოებელს უჭირს, ყველას ვალები აქვს, ფქვილის 2-3 ლარით გაიაფება არაფერია. ერთი ტომარა ფქვილის ფასი 36 ლარია და მე არ მინახავს ამაზე დაბალი ფასი," – აცხადებს დოლიძე.

 

მისივე თქმით, მისი ქარხნიდან პურის გასაცემი ფასი 40 თეთრია, სარეალიზაციო კი 50 თეთრი, რაც მინიმალური ფასია. დოლიძის განცხადებითვე,  ფქვილი გაიაფდა, თუმცა  დოლარმა მოიმატა, ბუნებრივი აირი ძვირია, შესაფუთი მასალები და დანადგარებიც ძვირია. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე დასძენს, რომ ფქვილი ძირითადი კომპონენტია პურის წარმოებაში, თუმცა ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს საბოლოო ფასზე.



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up