საქართველოში ფიშინგური შეტევები შემცირდა

საქართველოში ფიშინგური შეტევები შემცირდა

access_time2020-08-19 13:10:32

2020 წლის აპრილ-ივნისში, საქართველოში მომხმარებელთა 7,88% დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევებს, - მაჩვენებელი შემცირებულია თუ გავითვალისიწნებთ, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 13,87% დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევას.

 

რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში სომხეთში მომხმარებელთა 6,5% დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევას, აზერბაიჯანში - 6,35%.  2019 წლის მეორე კვარტალში კი სომხეთში მომხმარებელთა 8,73%, აზერბაიჯანში  ̶ 8,39%.

 

„კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტად  აპრილ-ივნისშიფიშერები თავს დაესხნენ ვენესუელელ მომხმარებლებს, ამ მაჩვენებლმა - 17,56%  შეადგინა, 2019 წელს „ლიდერი“ 26,20%-ით საბერძნეთი  იყო.

 

2020 წლის მეორე კვარტალში კომპანიის  „ანტიფიშინგურმა“  პროდუქტებმა ხელი შეუშალეს  მომხმარებლების  თაღლითურ საიტებზე გადასვლის 106 337 531 მცდელობას, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შეადგენდა 130 მილიონს.


 

ამ წლის აპრილ-ივნისში  ფიშერებმა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენეს COVID-19-ის  პანდემიის თემა. მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წერილებისა და ამანათების  მიწოდებაზე, მიმღებს აცნობებდნენ შესაძლო შეფერხებებისა და გზავნილების თავმოყრის შესახებ.

 

სწორედ ასეთი წერილების გაყალბება დაიწყეს კიბერდამნაშავეებმა:  მსხვერპლს სთხოვდნენ  გაეხსნათ დანართი, რათა გაერკვიათ საწყობის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დანიშნულების ადგილამდე ვერმოღწეული  გზავნილის მიღება.  გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენებოდა პანდემიასთან დაკავშირებული კომპენსაციისა და დახმარების თემებიც.

 

როგორც ექსპერტები მოუწოდებენ მომხმარებლებს არ უპასუხონ საეჭვო შეთავაზებებს  და არ გადავიდნენ ყალბ ბმულებზე  ელექტრონულ ფოსტაში, სოციალურ ქსელებში, მყისიერ მესინჯერებსა და საიტებზე. არ მიაწოდონ აკაუნტის მონაცემები უცნობ პირებს. აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, რომ ფიშინგურ  საიტებზე გადასვლას  ხელს უშლის ანტივირუსზე ჩართული „ანტიფიშინგური“ სისტემა.

 

GBC.GE


თეგები:
ფიშინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up