საქართველოში ფეიხოას მოსავალი 3-ჯერ შემცირდა - როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

საქართველოში ფეიხოას მოსავალი 3-ჯერ შემცირდა - როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

access_time2020-11-02 13:40:11

ქართულ ბაზრებში უკვე გამოჩნდა ფეიხოას ნაყოფი, რომელიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოდის. როგორც ფერმერები East fruit-თან საუბრისას აღნიშნავენ, წელს მოსავლის რაოდენობა შემცირდა, ამის მიზეზი კი სექტემბერ-ოქტომბერში ნალექის ნაკლებობა იყო. მათი თქმით, მიმდინარე სეზონზე ფეიხოას მოსავალი 3-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს.

როგორც წესი, აღნიშული ხილი ბუნებრივ პირობებში იზრდება, ამიტომ, ფერმერების აზრით, მოსავლის დიდი რაოდენობის მისაღებად აუცილებელია სარწყავი სისტემა.

ფერმერმა გიორგი რაფავამ ფეიხოა 12 ჰექტარზე დასავლეთ საქრართველოში გააშენა. მისი ბაღი ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, სრული მოსავლის მისაღებად კი 8 წელია საჭირო. როგორც ფერმერი განმარტავს, მისი მეურნეობა წვეთოვანი სარწყავი სისტემით არის აღჭურვილი, თუმცა წელს ჭა, საიდანაც წყალი მოედინებოდა, დაშრა. შედეგად, თუ 2020 წლის სეზონზე ფერმერს 5-6 ტონა მოსავალი უნდა აეღო, უნალექო ამინდის გამო, თითქმის, 2 ტონამდე შემცირდა.

ამას ემატება ისიც, რომ წელს ფეიხოაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც გიორგი რაფავა ამბობს, მას რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ფეიხოას შეძენის მსურველები, თუმცა ის წელს ნაყოფის გაყიდვას არ აპირებს. გეგმავს, რომ მოსავალი ალკოჰოლის წარმოებისთვის გადაამუშაოს. როგორც გიორგი რაფავა განმარტავს, ის და მისი პარტნიორები ბაზრის შესწავლის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფეიხოას არაყზე მოთხოვნა დიდია. ნახევარი ლიტრი ფეიხოას არყის ღირებულება 15 -დან 20 ლარამდე მერყეობს. გიორგი რაფავას თქმით, თუ მომხმარებელს მხრიდან პროდუქტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, წარმოებას სწორედ ამ მიმართულებით განავითარებს.

ჭაბუკი ხუფენიას ფეიხოას ბაღი სოფელ დარჩელში 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული. გარდა საკუთარი წარმოებისა, ფერმერი ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ყიდულობს ფეიხოას, შემდეგ კი იმ მოვაჭრეებზე ყიდის, რომლებსაც ხილი ექსპორტზე გააქვთ. ჭაბუკი ხუფენიაც ყურადღებას წლევანდელ მცირე მოსავლიანობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია. ამ სეზონზე იგი ადგილობრივი მოსახლეობისგან 50-დან 100 ტონამდე ფეიხოას ყიდვას გეგმავს.

მისი თქმით, ერთი კილოგრამი ფეიხოას შესაძენად ექსპორტიორებს 2-დან 5 ლარამდე მოუწევთ გადახდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს ფეიხოას საექსპორტო ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობდა.


ფერმერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფეიხოას წარმოება შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდეს, თუმცა ამისთვის მთავარი პირობა მაღალი ხარისხის ხილის წარმოებაა. ეს კი, დიდწილად დამოკიდებულია ბაღში შესრულებულ სამუშაოზე. კარგი მოსავლის მისაღებად საჭიროა: ბაღის წყლით მომარაგება, მწერებისა და მავნებლებისგან დაცვა, ასევე, მცენარის პერიოდული განაყოფიერება. ფერმერები საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპად მოსავლის აღების პირობებს თვლიან. ფეიხოას ნაყოფი 2-3 კვირის განმავლობაში სამაცივრე პირობებში უნდა განთავსდეს, რადგან ვარგისიანობის ვადის გაზრდა, მოსავლის უფრო ხელსაყრელ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ფეიხოას მოსავალმა 1,5 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 362 ტონა ექსპორტირებულია, რაც მთლიანი წარმოების დაახლოებით, 24% -ია. 2019 წელს ქართული ფეიხოა ძირითადად უკრაინასა და სომხეთში გავიდა.


BPN.GE 



თეგები:
ფეიხოა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up