„საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი  მკვდარია“

„საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მკვდარია“

access_time2020-01-15 16:30:51

დღეს საფონდი ბირჟები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკაში - არაერთი ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია ბირჟაზე შექმნილ სიტუაციაზე, ასევე ბირჟებთანაა დაკავშირებული ეკონომიკური ზრდაც.


საქართველო საფონდო ბირჟის  ქუთაისის პარლამენტში მოწყობის ინიციატივით პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოვიდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები საფონდო ბირჟებთან უკვე დაწყებული აქვთ.


ხაზარაძის ინიციატივას „კომერსანტთან“ კაპიტალი ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აფასებს და აცხადებს,რომ პირველ რიგში ფასიანი ქაღალდების რეგულირების ორგანო, უნდა დავიხსნათ ეროვნული ბანკის კლანჭებიდან, რადგან მარეგულირებელი ამ შემთხვევაში უმოქმედოა.


„საფონდო ბაზარი საბანკო სისტემის პირდაპირი კონკურენტია, სანამ არ იქნება რეფორმა გატარებული, რაც  სტიმულირებას მისცემს ქართულ კომპანიებს,  რომ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, საფონდო  ბირჟა  თუნდაც  ქუთაისის პარლამდენტის შენობაში გახსნან,  ან  თბილისის პარლამენტი დაუთმონ აზრი არ აქვს.“-ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.



ხომიზურაშვილის თქმით, აუცილებელია შეიქმნას  წინა პირობები,რაც  ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების გამოშვებას მანამდე კი ქვეყანაში ეს მიმართულება  მკვდარია.


„ჩვენთან  ფასიანი ქაღალდების ბაზარი  არ არსებობს. ქვეყანაში სულ ოთხი საბროკერო კოპანიაა და ისიც ბანკების დაქვემდებარებაში.  არ გვაქვს  სავაჭრო ინსტრუმენტი ფასიანი ქაღალდების სახით, არც ოპერატორები გვყავს საკამრისი ოდენობის.  ამ დროს კი ტერიტორიულად სად იქნება საფონდო ბირჟა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თან როდესაც საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებებით.“-აცხადებს ხომიზურაშვილი და იმასაც უსვამს ხაზს, რომ თუ ბაზარზე ფასიანი ქაღალდები გამოჩნდება, საბროკერო კომპანიების რაოდენობაც გაიზრდება.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ უცხოური კომპანიების, ბულგარეთის რუმინეთის ან პოლონეთის,  მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ქართულ  ბირჟაზე მოხვედრის სტანდარტები, ნიუ-იორკის, ინგლისისა და ფრანკფურტის  ბირჟებისგან განსხვავებით, დაბალი იქნება.  „ჩვენ შეიძლება დაბალი სტანდარტები დავუშვათ, მაგრამ გასაანალიზებელია, რამდენად პერსპექტიული იქნება.  უცხოური კომპანიების მოხვედრა ქართულ  საფონდო ბირჟაზე ჩვენი ეკონომიკისთვის შეღავათი არ იქნება,  შესაბამისად,  მნიშვნელოვანია,  ლოკალური საინვესტიციო ბაზარის ამუშავება“-აცხადებს ხაზარაძე. 

 

 შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ინიციატივაზე ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა  ქუთაისი უნდა გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლებით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსი მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარის ოდენობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაახლოებით 10 - 20 პროცენტამდე მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონის, არამარტო კავკასიის, ცენტრალური აზია, თურქეთის, ბულგარეთის კომპანიების აქციების კვოტირება მოხდება. არ ვსაუბრობ იმ სიკეთზე, რომელსაც ეს მოუტანს იმერეთს, ქუთაისს და იმ სამუშაო ადგილებზე, რომელიც შეიქმნება.“


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up