საქართველოში ფალსიფიცირებული ყველის მწარმოებლები 100%-იან მოგებაზე არიან - რუსუდან გიგაშვილი

საქართველოში ფალსიფიცირებული ყველის მწარმოებლები 100%-იან მოგებაზე არიან - რუსუდან გიგაშვილი

access_time2022-11-28 14:10:18

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“, ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებულ რძის პროდუქტების  გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა.


მისი თქმით,  ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ჯგუფები, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მსურველებს არანატურალური რძისგან რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლას და მის შემდგომ რეალიზაციაში დახმარებას სთავაზობენ და ამ ყველაფერს ღიად, ე.წ. ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების საშუალებით აკეთებენ, რაც ბაზარზე ფალსიფიცირებული რძის პროდუქტების წარმოებას უწყობს ხელს.

 

„არსებობს ძალიან ბევრი საწარმო, რომელიც არალეგალურად მუშაობს, არც სახელმწიფოს უხდის რამეს, არც სურსათის სააგენტოში არიან დარეგისტრირებული და სადღაც გარკვეულ კუთხე-კუნჭულებში აქვთ საწარმოები და თავიანთ პროდუქციას ბაზრებში, რესტორნებში, სახაჭაპურეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ყიდიან. ეს არ არის პირობითად 1 000 კილო, ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით ყველი, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები მივირთმევთ.

 

კონკრეტულ ჯგუფებს 7.5 ლარი უჯდებათ ამ ტიპის პროდუქტის წარმოება და მინიმუმ 15 ლარად გარკვეული „ხვრელებით“ მოტყუებით აბარებენ და 100%-იან მოგებაზე მუშაობენ. რატომ აიტკივებენ სხვები თავს, როცა ასეთი ბიზნესის კეთების შანსი არსებობს. ამიტომ, სახელმწიფომ ძალიან მყისიერად უნდა გადადგას ხისტი ნაბიჯები და შეასრულოს ის რეგულაციები, რა ვალდებულებაც გვაქვს ნაკისრი ევროკავშირთან მიმართებაში“,  აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.


 

რუსუდან გიგაშვილის თქმით აქამდე სახელმწიფომ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.


„სურსათის სააგენტო თავის საქმეს აკეთებს და დადის კონტროლზე, მაგრამ იმდენი ინსპექტორი არ ჰყავთ, რომ მთელი ბაზარი გააკონტროლონ. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ცალკე დადის კონტროლზე, მაგრამ ისინი ერთად, კოორდინირებულად არ მუშაობენ,“   აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

 

რუსუდან გიგაშვილი მომხმარებელს ურჩევს მოერიდოს იაფ, ქუჩაში, გარემოვაჭრეებისგან ან ბაზარში ნაყიდ რძის ნაწარმს და მყარად ეტიკეტირებული და ბრენდირებული პროდუქტი შეიძინოს, რადგან საქმე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up