წლების განმავლობაში პირველად, პანდემიამ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარებაც შეამცირა

წლების განმავლობაში პირველად, პანდემიამ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარებაც შეამცირა

access_time2020-10-25 10:00:50

2020 წელს პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური აქტიობის შემცირების გამო ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. შუახევჰესის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის მიუხედავად შემცირებულია ჯამური გენერაციაც. ინფორმაციას ესკო ავრცელებს.


იანვარ-სექტემბერში ყველა ტიპის ელექტროსადგურმა ჯამში 8.513 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით - 620 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია. ვარდნა ძირითადად ჰესების გენერაციის კლებამ გამოიწვია. 9 თვეში ჰესებმა 6.807 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები. თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით სამწლიანი პაუზის შემდეგ შუახევჰესმა 247 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. შედარებით ნაკლებით 130 მლნ კვტ/სთ-ით 1.636 მლრდ კვტ-სთ-მდეა შემცირებული თბოსადგურების გენერაცია. უმნიშვნელოდ - 5.5 მლნ კვტ/სთ-ით 70 მლნ კვტ/სთ-მდე გაზიარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება, თუმცა ის ბალანსზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.


პირველ სამ კვარტალში მომხმარებელზე მიწოდება 600 მლნ კვტ/სთ-ით 8.955 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ყველაზე მაღალი 13-15 პროცენტიანი ვარდნა ივნის-აგვისტოში დაფიქსირდა, იმ დროს როცა ჩვეულებრივ ტურიზმი პიკურ მაჩვენებელს აღწევს ხოლმე. ვარდნა იყო გაზაფხულზეც საყოველთაო კარანტინის პირობებშიც, თუმცა გაზაფხულის ვარდნა გარკვეულწილად ვაუჩერების შედეგად გაზრდილი საოჯახო მოხმარებით დაბალანსდა.


9 თვეში 10%-ით 926 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა იმპორტი. მთავარ საიმპორტო პარტნორებად კვლავ რუსეთი და აზერბაიჯანი რჩებიან. 37%-ით 153 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა ექსპორტიც. ელექტროენერბგიის 90%-ზე მეტი თურქეთსა და აზერბაიჯანში გაიყიდა.



გიორგი ელიზბარაშვილი





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up