საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
11 თვეში ქვეყანამ 12.5 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 15%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. 19%-ით არის გაზრდილი მოხმარება მხოლოდ ნოემბერში, რაც 1.2 მილიარდ კილოვატსაათს აღემატება.
იმპორტის მოცულობა მხოლოდ 62.7 მლნ კვტ.სთ იყო, თუმცა, 11 თვეში ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 1.8 მილიარდ კვტ.სთ აღწევს. გაიზარდა საქართველოს დერეფნით ელექტროენერგიის ტრანზიტიც.
წყარო: business-partner.ge