„საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ აისახება ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“

„საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ აისახება ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“

access_time2020-02-09 15:00:16

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოში ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ეკონომიკის დოქტორის, მიხეილ თოქმაზიშვილის თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ არის ყოვლისმომცველი და არ აისახება ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია იმ თვალსაზრისით,რომ  გვაქვს 5%-იანი ზრდა, ასეთი რამ წინა წლებში არ იყო და ბუნებრივია რომ კარგი მაჩვენებელია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, თუმცა იყო ისეთი პერიოდები,როცა 11 %იანი ზრდა გვაქონდა, მაგრამ იმ პერიოდშიც ვამბობდით,რომ გვაქვს დასაქმებისა და სიღარიბის პრობლემა. ამდენად, ეკოონომიკური ზრდა, ყოველთვის არ აისახება სოციალურ ცხოვრებაზე. ის თუ არ არის ყოვლისმომცველი, ადამიანები უკმაყოფილო იქნებიან.  შეიძლება კარგი ხელფასი ჰქონდეთ, თუმცა, თუ არ იგრძნეს ყოველწლიური ზრდა და ინფლაციაც თუ  არის ქვეყანაში,  ყოველთვის უკმაყოფილო იქნებიან ხელფასით."- აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.

 მისი თქმით,  საგარეო ვაჭრობის პრობლემა საგადასახადო ბალანსში აისახება, ამდენად, აუცილებელია,  ექსპორტზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოყალიბება. გადაცემის სტუმარი ინოვციურ პროდუქტებსა და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ჩვენ ვართ დაბალკონკურენტუნარიანები და იძულებული ვართ, შემოვიყვანოთ იმპორტული საქონელი. დეფიციტის პირობებში იძულებულები ვართ,რომ გავზარდოთ ვალი.აუცილებელია გამოვიდეთ მომხმარებლური საზოგადოების პოზიციიდან და ექსპორტზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. 20 წელია რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, შევედით ყველაზე დაბალი ტარიფებით, 15%-ით, მაგალითისთვის, რუსეთი 2010 წელს შევიდა 25%-იანი ბარიერით. ამის შემდეგ, შევამცირეთ ტარიფები და ქვეყანა დავტოვეთ დაცვის გარეშე. ჩვენ აღმოვჩნდითღია ეკონომიკურ სივრცეში. ლიბერალიზაციის შედეგად დაუცველი აღმოჩნდა ეროვნული ეკონომიკა. გამოსავალია ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა,"- ამბობს თოქმაზიშვილი.

სტუმარმა რადიო კომერსანტის გადაცემაში  ასევე შეაფასა საბანკო რეგულაციები.  მისი განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შეიზღუდა კრედიტების გაცემა და ეს განსაკუთრებით, მძიმედ  შეეხო იმ ადამიანებს,რომლებსაც არ შეუძლიათ დაასაბუთონ გადახდისუნარიანობა.  მისი თქმით, თუკი შეიზღუდება კრედიტები, შემცირდება, რეალიზებული პროდუქციის ოდენობაც.


 "ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა კრედიტი არ არის ქველმოქმედება, ის არის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება. აჩქარებს რეალიზაციას და ბიზნესს ეხმარება მაგრამ ამ რეგულაციების შედეგად, გადარჩნენ ის ადამიანრბი,რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან ან იქნებოდნენ კრედიტებზე.

მნიშვნელოვანია,რომ ხანგრძლივპერიოდში  კარგი სპეციალისტების, განათლებული  და კვალიფიკაციის სამუშაო ძალა შევქმნათ. საშუალო ვადიან პერიოდში  კი სტაბილური ეკონომიკა და პოლიტიკა. მოკლევადიან პერიოდში  გვჭირდება იმის აღიარება,რომ ყოველივე კარგი რაც იწყება, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა გაჩერდეს,"- ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up