საქართველოში ზეთისხილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს -  გიორგი სვანიძე

საქართველოში ზეთისხილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - გიორგი სვანიძე

access_time2020-11-27 12:55:21

26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო დღე აღინიშნა და ზეთისხილის საერთაშორისო ასამბლეა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. საქართველო წელს მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, რომლის პრეზიდენტად გიორგი სვანიძე აირჩიეს.


როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა და კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, მომავალ წელს ზეთისხილის საერთაშორისო ასამბლეას საქართველო პირველად უმასპინძლებს. საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტროს ეგიდით გაიმართება და მასში 48 ქვეყანა ჩაერთვება. მისი განცხადებით ბოლო ათი  წელია, რაც  საქართველოში ზეთისხილის კულტურა ვითარდება.


„საქართველოში ზეთისხილის კულტურა ჩვენ შემოვიტანეთ, ბოლო 10 წელია ამ კულტურას ვავითარებთ, მაგრამ მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭომ თავის თავზე  აიღო საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარების დაფინანსება. ზეთისხილის მსოფლიო საერთაშორისო საბჭო დააფინანსებს ტრეინიგებს და ააშენებს თანამედროვე ლაბორატორიას“ - აღნიშნავს გიორგი სვანიძე.


გიორგი სვანიძის განმარტებით, საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად არის წარმოდგენილი, რაც  იმას  ნიშნავს, რომ იტალიისა და ესპანეთის მერე საქართველო არის მესამე  ქვეყანა საიდანაც ზეთისხილის ყველა პროდუქცია ისეთ  ქვეყნებში გავა, როგორცებიცაა რუსეთი, უკრაინა,  ჩინეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, უზბეკეთი.


ამ ქვეყნებთან საქართველო ზეთისხილის სფეროში, ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ხდება. საქართველოში მუშა ხელი იაფია, პროდუქცია აქედან გადის ყოველგვარი საბაჟო შემოწმების და ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე. ყველა ამ ქვეყნის მიმართულებით შესაძლებელია, როგორც  სახმელეთო ასევე საზღვაო საშუალებებით  გადაადგილება.“ -  აღნიშნავს გიორგი სვანიძე.



გიორგი სვანიძე განმარტავს, რომ საქართველოში გაიზრდება ინვესტიციები და დიდ ინვესტორებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ დარგონ და გააშენონ პლანტაციები, გარდა ამისა ააშენონ გადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც დააფასოებს ზეითუნის ზეთს და გაუშვებს დანარჩენ ქვეყნებში.


გიორგი სვანიძე ფიქრობს, რომ ზეთისხილის კულტურა გარკვეული პერიოდის შემდეგ სოფლის მეურნეობაში დაეწევა და გადაასწრებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა, თხილის, ყურძნის და ღვინის დარგი. გიორგი სვანიძემ ონლაინ რეჟიმში გამართულ ასამბელაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასამბლეაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ზეთისხილის კულტურის განვითარებას და ხელშეწყობას, შეხვედრაზე ასევე  აღინიშნა თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ზეთისხილის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის.


„ზეთისხილის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ის 95%-ით ამცირებს ინფაქტის ალბათობას, შველის ინსულტს, სიმსივნეს და სისხლძარღვთა დაავადებებს. ამ 4 უმნიშვნელოვანესი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება ზეითუნის ზეთი. გარდა  ამისა, ხაზგასმით აღინიშნა და 48 ქვეყანამ  მხარი დაუჭირა  საქართველოში ამ  დარგის განვითარებას.“ -  აღნიშნავს გიორგი სვანიძე.


სვანიძემ საქართველოში ზეთისხილის  პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ სფეროში დიდი პოტენციალი აქვს და საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთი  არის უმაღლესი ხარისხის.


„საქართველოს პოტნციალი ამ სფეროში არის ძალიან დიდი, წარმოიდგინეთ, რომ დღესდღეობით საქართველოში ზეთისხილი 1500 ჰექტარზეა გაშენებული, უკვე  ფერმერებმაც დაიწყეს ზეთისხილის გაშენება რაც ძალიან გვახარებს. საქართველოს პოტენციალი ასევე გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში გამოყვანილი და გამოხდილი ზეთი არის მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის. ჩვენ მივიღეთ ესეთი უმაღლესი ხარისხის ზეთი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ  კონკურენცია გავუწიოთ სიცილიაში  წარმოებულ ზეთს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ზეთად ითვლეობოდა. ქართული ზეთიც ზუსტად იგივე კოეფიციენტის და იგივე გემოვნური თვისებების გამოდის“ -  აღნიშნავს გიორგი სვანიძე.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up