“საქართველოში Huawei-ს ფასებზე აშშ-ს სანქციები ჯერჯერობით არ ასახულა, მაგრამ  მომხმარებელი პანიკაშია“ – Huawei-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

“საქართველოში Huawei-ს ფასებზე აშშ-ს სანქციები ჯერჯერობით არ ასახულა, მაგრამ მომხმარებელი პანიკაშია“ – Huawei-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

access_time2019-05-29 10:00:39

დაახლოებით ორი კვირის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენება აეკრძალათ. პირველ რიგში ეს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს Huawei-ს შეეხო. 


როგორც კი აშშ-ს მთავრობამ  Huawei „შავ სიაში“ შეიყვანა, Google-მა განაცხადა, რომ  ჩინური კორპორაციას წვდომას უკეტავს Android-თან, და ასევე წყვეტს კომპანიისთვის სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას .


მართალია, ტრამპის გადაწყვეტილებით ჩინური გიგანტის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა, თუმცა Huawei-ის  ირგვლივ მსოფლიო ბაზარზე პანიკა უკვე დაწყებულია. მსოფლიო მედია წერს, რომ Huawei-ის პროდუქციის ფასები ეცემა ევროპაში. რუსული პრესის ინფორმაციით კი, მოსკოვში სმარტფონები 20 000 რუბლით იაფი ღირს, ზოგიერთ მაღაზიებში კი სმარტფონის ყიდვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება პლანშეტებზე  და ა.შ.


როგორ აისახება მსოფლიო  დაპირისპირება ქართულ ბაზარზე ამ საკითხის გარკვევა „კომესანტმა“  საქართველოში Huawei-ს ოფიციალურ  წარმომადგენელთან სცადა. 


 „ რაღაც კონკრეტულ მოდელზე შეიძლება ფასი შემცირდეს,  მაგრამ ეს არ გამოდის იქიდან, რომ რაღაცა სანქცია დაადო აშშ-მ Huawei-ს  - ასე პასუხობს Huawei-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თორნიკე ბარამიძე ქართულ ბაზარზე სმარტფონების გაყიდვების გაიაფებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 



მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში არც სმარტფონის გაყიდვები შემცირებულა, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანიკის გამო, რაც ძირითადად ყალბი ნიუსების სახით ვრცელდება, შეიძლება მომავალში პრობლემები შეიქმნას.


  „აღსანიშნავია, რომ  მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება,  მომავალში შეიძლება აისახოს როგორც ბრენდის სახელზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით გაყიდვებზეც , რადგან  მომხმარებელში პანიკაა და შეიძლება შეეშინდეთ გადაწყვეტილების მიღების,“ - ამბობს ბარამიძე.  


Huawei-ს ოფიციალური წარმომადგენელი ირწმუნება, რომ იმ სმარტფონებს, რაც უკვე წარმოდგენილია ბაზარზე, არანაირი პრობლემა არ შეექმნება, რადგან მასში უკვე თანხაა გადახდილი და, შესაბამისად, კონტრაქტის პირობები ვერ დაირღვევა. 


რაც შეეხება ახალი პარტიის ჩამოტანას საქართველოში, ბარამიძის თქმით, ეს პროცესი შეჩერებულია და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა აშშ-ს და  Huawei-ს წარმომადგენლების მხრიდან მორიგი განცხადებები გაკეთდება. 


როგორც ცნობილია, აშშ-ს ხელისუფლებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს.


პარალელურად ცნობილი გახდა, რომ  Huawei  ახალ საოპერაციო სისტემას  ქმნის, რომელიც შეცვლის Android-ს კომპანიის სმარტფონებზე.  საოპერაციო სისტემა Linux-ის საფუძველზე მუშავდება  და  ჰქვია Hongmeng.


აშშ-ის ფედერალურ უწყებებს Huawei-ს პროდუქტების გამოყენება  უკვე აკრძალული აქვთ . მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ ისინი მოკავშირე ქვეყნებსაც მოუწოდებენ.


მარიამ მორგოშია






ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ გაყიდვების...

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up