საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

access_time2021-07-31 11:00:30

დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.

 

2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული კრიზისის გავლენაზე უმუშევრობის დონეზე PMC Research-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე, საქართველოში უმუშევრობის დონის დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნეოდა. მათი ინფორმაციით, 2017 წლიდან - 2019 წლამდე მაჩვენებელი 21.6%-დან 17.6%-მდე შემცირდა. თუმცა, კვლევაში აღნიშნავენ იმასაც, რომ უმუშევრობის დონის შემცირების პოზიტიური ცვლილება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რომელიც მოცემულ პერიოდში უცვლელი იყო. მეტიც, 2017 წლიდან - 2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების მაჩვენებელი 54.5%-დან 51.8%-მდე შემცირდა. შესაბამისად, PMC Research-ში ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.

 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი სამუშაო ადგილებზეც აისახა. მათი ინფორმაციით, 2020 წელს უმუშევრობის დონე, 2019-თან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა . მეტიც, 2021 წლის პირველ კვარტალში, კრიზისის უარყოფითი გავლენა შრომის ბაზარზე გაძლიერდა და 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონემ 3.6 პპ-თი მოიმატა.


პანდემიის გამო, კველვით ცენტრში უჭირთ ივარაუდონ, თუ როგორ შეიცვლება უმუშევრობის დონე უახლოეს მომავალში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია PMC Research-თან ერთად ყოველკვარტალურ გამოკითხვას ატარებს და BAG დასაქმების ბარომეტრს აქვეყნებს. ბოლოდროინდელი BAG დასაქმების ბარომეტრის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების 23.3%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, 10.7%-მა შეამცირა, ხოლო 66%-ს არ შეუცვლია.





2021 წლის მესამე კვარტლის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს.


პოზიტიურ მოლოდინების გავითვალისწინებით, PMC Research-ში ვარაუდობენ, რომ2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში შრომის ბაზარზე მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს და უმუშევრობის დონე შემცირდეს. თუმცა, მათ ინფორმაციით, სიტუაცია დიდწილად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე და მისი გავრცელების პრევენციისთვის შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე.


საქართველოში უმუშევრობის სტრუქტურის გასაგებად, კველვით ცენტრში უმუშევრობის განაწილებას განათლების მიღწეული დონის მიხედვით დააკვირდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა. PMC Research - ის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ 2017- დან 2020 წლამდე, მათი წილი შესაბამისად, 6 და 4 პპ-თი შემცირდა. მეორე მხრივ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებლით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 9.7% უმუშევარი იყო, ხოლი მათი 28.6% სამუშაო ძალის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 61.7% შეადგენდა, როდესაც 2017-2019 წლებში OECD ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 85.2% იყო.

 

კვლევაში წერია, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და სამუშაო ძალაში ჩართულობის დაბალი დონე შესაძლებელია ორი ფაქტორით იყოს განპირობებული: პირველი, საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ქმნის საკმაო რაოდენობის, ისეთ სამუშაო ადგილებს, რომელიც მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და მეორე, განათლების დონე არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნას იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც საჭიროებენ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას.

 



დოუკმენტში აღნიშნავენ, რომ გრძელვადიანი უმუშევრობის შემცირება ავტომატურად არ გულისხმობს დასაქმების ზრდას. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ საქართველოში გრძელვადიანად უმუშევარმა ადამიანებმა დატოვეს სამუშაო ძალა, რადგან სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი 2017-2020 წლებში იკლებს.

 

კვლევის თანახმად 2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2% და 18.5%. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5%-ით. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2% და 6.2%.


თეგები:
უმუშევრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up