საქართველოში დასაქმების მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

საქართველოში დასაქმების მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

access_time2020-12-15 12:00:56

უმუშევართა რაოდენობა 2020 წლის III კვარტალში II ვარტალთან შედარებით 0.4%-ით, 11.9%-მდე შემცირდა, თუმცა იმავე დროს დასაქმებულთა რაოდენობაც 55 ათასით, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 62 ათასით 1.629 მლნ-მდე შემცირდა. ასეთი დისპროპორცია სამუშაო ძალის მოცულობის ცვლილებამ გამოიწვია. თუ II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურ ადამიანთა რაოდენობა 1.920 მლნ-ს შეადგენდა, III კვარტალში მათი რიგები 72 ათასმა პირმა დატოვა.



უმუშევრობის საერთაშორისო განმარტებიდან გამომდინარე. ყველა ადამიანი ვინც არ მუშაობს უმუშევრად არ ითვლება. უმუშევარი არ არის 15 წლამდე ასაკის ბავშვი, ასევე 15 წელს ზემოთ მყოფი მოსწავლე ან სტუდენტი, თუ პარალელურად სამსახურს არ ეძებს. არც პენსიონერი და არც ის უმაღლესდამთავრებული ადამიანი რომელიც სამსახურს არ ეძებს. 15 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებში დასაქმების დონემ 2019 წლის მესამე კვარტალში 55.6% შეადგინა, 2020 წლის მეორე კვარტალში 55.9%, 2020 წლის მესამე კვარტალში კი მხოლოდ 53.6%. სამუშაო ძალის მკვეთრი შემცირება მასობრივ უიმედობას უსვამს ხაზს და იმაზე დიდი პრობლემაა ვიდრე უმეშევართა რაოდენობის პროცენტული ზრდა.



კრიზისის დროს სამუშაო ძალის შემცირება საქართველოში უნიკალურ მოვლენას არ წარმოადგენს, ნოემბერში შტატებში უმუშევართა რაოდენობა 326 ათასით შემცირდა, მაგრამ იმავე პერიოდში 74 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. სამუშაო ძალის მოცულობამ კი 15 წელს გადაცილებულ პირებში თებერვლიდან ნოემბრამდე 63.4%-დან 61.5%-მდე დაიკლო. 



დასაქმებულთა რაოდენობა - 1.629 მლნ ასეთი მცირე ბოლოს 2010 წელს იყო, თუმცა მაშინ უმუშევრობა 17.4%-ს შეადგენდა, დღეს იმავე რაოდენობის დასაქმებულის პირობებში უმუშევრობის დონე 5.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და 11.9%-ს შეადგენს. 



სამუშაო ძალის შემცირება მხოლოდ პანდემიასა და ლოკდაუნს არ უკავშირდება. 2016 წლიდან მუდმივად მცირდებოდა, როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ასევე დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობა, თუმცა კოვიდრეგულაციებმა ვარდნის ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. 2015-2019 წლებში სამუშაო ძალის მოცულობა 2.018 მლნ-დან 1.911 მლნ-მდე შემცირდა, წელიწადში საშუალოდ 27 ათასით, დასაქმებულთა რაოდენობა 1.734 მლნ-დან, 1.690 მლნ-მდე, წელიწადში საშუალოდ 11 ათასით. 



საქსტატი მონაცემებს კვარტალურად ანახლებს და მასში ნოემბრის ბოლოდან გამკაცრებული რეგულაციების გავლენები ჯერ ასახული არ არის.




კოვიდრეგულაციების მიზეზით უმშევრად დარჩენილი პირებისთვის 200 ლარიანი დახმარების ექვთვიანი პროგრამა მაისში ამოქმედდა. ამ პროგრამით სრულად ან ნაწილობრივ 162 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის მთლიანად 70 ათასზე მეტმა პირმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები 6 თვის განმავლობაში ვერც ძველ სამსახურში დაბრუნდნენ და ვეღარც ახალი იშოვეს. თუ პირველი ლოკდაუნის შემდეგ სავაჭრო ცენტრები, ფიტენსდარბაზები და არასასურსათო მაღაზიები ისევ გაიხსნა, კინო-თეატრები, კლუბები და კაზინოები ისევ დახურულია.  სასტუმროების ძირითად საქმიანობაც კარანტინში მყოფი ადამიანებისა და შემდეგ უკვე ნაკლებად მძიმე კოვიდინფიცირებული პირების მიღება დარჩა. კიდევ უფრო პესიმისტური სცენარით პროგრამაზე სულ 450 მლნ ლარი იყო გამოყოფილი რაც 375 ათასი ადამიანისთვის 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის ჩარიცხვას გულისხმობდა. რეალურად გამოყოფილი თანხიდან მესამედზე ნაკლები - 129 მლნ ლარი დაიხარჯა.



დაქირავებით დასაქმებული პირებისგან განსხვავებით ერჯერადი 300 ლარიანი დახმარება 250 ათასი სავარაუდო ბენეფიციარიდან 249 ათასმა მიიღო და ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარი თითქმის სრულად იქნა ათვისებული. 



მეორე ლოკდაუნის გამოცხადებისას, რომელსაც „წერტილოვანი შეზღუდვები“ უწოდეს,  უმუშევართა დასახმარებლად იგივე პროგრამები ამოქმედდა. ოღონდ ამჯერად 200 ლარიანი დახმარებისთვის 150 მლნ ლარი გამოიყო - 3-ჯერ ნაკლები, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებისთვის კი 30 მლნ ლარი - 2.5-ჯერ ნაკლები. იმავე პროპორციით შემცირდა სავარაუდო ბენეფიციართა რაოდენობაც. თანხების ჩარიცხვა იანვრიდან დაიწყება. 200 ლარიან დახმარების მიმღებთა წრე ჯერ დაზუსტებული არ არის, შესაძლოა ის მათაც მიიღონ რომლებმაც სამსახური პირველი ლოკდაუნის დროს დაკარგეს.



საქართველოში ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენს, ანუ კონპენსაცია საშუალო ხელფასიის 22%-. მათ ვისაც ისედაც ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ კონპენაციამ შესაძლოა ხელფასის 40-50 პროცენტს მიაღწიოს, შედარებით მაღალანაზღაურებაზე მომუშავე პირებისთვის კი ეს თანხა მხოლოდ ხელფასის 10-12 პროცენტი იქნება. 



იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად ძალიან მცირე მეურნეობის მქონე პირი, რომლის შემოსავალიც წელიწადში შესაძლოა 1000 ლარიც არ იყოს დასაქმებულად ითვლება, ფორმალურად უმუშევრთა და დაუსაქმებელ პირთა რაოდენობა ქალაქში უფრო მაღალია. 2019 წელს ოფიციალურად ქალაქებში უმუშევრობის დონე 17.4% იყო, სოფლებში - 5.5%. დასქმების დონე 15 წლის ზემოთ მყოფ პირთა შორის, ქალაქში 46.2%, სოფელში - 68.2%. 2020-2021 წლებში ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება. 



ასაკობრივ ჭრილში 2019 წელს შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და ნაკლები გამოცდილების ქონის გამო უმუშევრობა ყველაზე მაღალი - 30.5% 20-24 წლის ახალგაზრდებში იყო, რასაც 18.9%-ით 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი მოსდევდა. დასაქმების დონე 20-24 წლის ახალგაზრდებში მხოლოდ 42.7% იყო. კრიზისები ყველაზე დიდ დარტყმას დაბალშემოსავლიან, ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანებს აყენებს, რის გამოც მოსალოდნელია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად 30 წლამდე, უფრო მეტად კი 25 წლამდე ასაკის პირებში შემცირდება. 



კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, თუ ვინაა დამსაქმებელი, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი. 2009 წელს კრიზისის დროს, სახელმწიფომ დასაქმებულთა რაოდენობა 15 ათასით 310 ათასამდე გაზარდა. კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 2 ათასით 335 ათასამდე შემცირდა. თვითდასამქბულთა რაოდენობა თითქმის უცვლელად 975 ათას ადამიანზე შენარჩუნდა. 2013-2019 საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 48 ათასით 252 ათასიდან 300 ათასამდე გაიზარდა. 109 ათასით 549 ათასამდე გაიზარდა. ოფიციალურად კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა ამ ზრდაში ლომის წვლილი თვითდასაქმებულთა რაოდენობის 100 ათასით 840 ათასამდე შემცირებას მიუძღვის. ცხადია კრიზისი ბევრად უფრო  მძიმე დარტყმას კერძო სექტორს მიაყენებს, რომელსაც სახლმწიფოსგან განსხვავებით საბიუჯეტო 11 ნიშის  განკარგვის საშუალება არ გააჩნია. 



სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით რომელიც მეორე ლოკდაუნამდე გაკეთდა, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა შემცირებულიყო, 2021 წელს კი 4.3%-ით გაზრდილიყო. დღეს უკვე ცხადია, და ამას არც აღარავინ უარყოფს, რომ ორივე პროგნოზი გადასახედია და არსებული რეალობა უფრო მძიმეა ვიდრე ეს 2-3 თვის წინ ჩანდა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
დასაქმება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up