საქართველოში დასაქმების ინოვაციური პლატფორმა Hrlab-ი გამოჩნდა

საქართველოში დასაქმების ინოვაციური პლატფორმა Hrlab-ი გამოჩნდა

access_time2019-01-25 18:25:45

 “Hrlab”-ი ახალი და გამარტივებული დასაქმების პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს სამსახურის მაძიებელს და დამსაქმებელს. კომპანიის დამფუძნებელი დავით კიკვიძე „რადიო კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ახალი პლატფორმა თავისთვად გაამარტივებს მაძიებლისთვის სასურველი სამსახურის მოძიებას, ხოლო დამსაქმებლებს, ნაკლები დრო და რესურსი დასჭირდებათ საჭირო თანამშრომლის შესარჩევად.


კომპანია 2017 წელს „სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით დაარსდა. „ საქართველოში არსებული შრომითი ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უკუკავშირი არ არის სრულფასოვანი. მნიშვნელოვნად საჭიროა შუამავალი მომსახურების არსებობა შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ერთიანი სტანდარტიზირებული ბაზის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობა.“ აცხადებს კიკვიძე


მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში დასაქმების კუთხით არცთუ ისე კარგი მდგომარეობაა.მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სამსახურის - შემოსავლის მოძიება ყოველდღიურ საზრუნავად იქცა, ხოლო დამსაქმებელთა უმრავლესობისთვის სირთულეს წარმოადგენს კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება. „ამ პირობებში შრომის ბაზარი ძირითადად დატვირთულია დამსაქმებლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიებით და მათთვის არ არსებობდა ერთიანი ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საჭირო თანამშრომლის მოძიება.სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება Hrlab-ის პლატფორმა.“ ამბობს კიკვიძე


კომპანიის დამფუძნებლის თქმითვე, დაახლოებით ერთი თვეა რაც გააქტიურდა ვებ გვერდი,რის ფონზეც საკმაოდ ბევრი გამოხმაურებაა.“ ძალიან ბევრი აპლიკაციაა , რომელებიც ჯერ იფილტრება, ხდება შეცდომების გასწორება და მხოლოდ ამის შემდეგ აისახება ეს რეზიუმეები ერთიან ბაზაში, რათა დამსაქმებლამდე უკვე მოწესრიგებული ბაზა მივიდეს. დამსაქმებლების მხრიდანაც დიდი ინტერესია, ფაქტიურად ყველა სფეროს წარმომადგენელი დაინტერესდა. ჩვენ უკვე ისეთ მსხვილი პარტნიორები გვყავს, როგორც არის : კარფური, ორი ნაბიჯი, ელიტ ელექტრონიკსი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სილქნეტი და ა.შ.“ განმარტავენ კომპანიაში


Hrlab”-ის სეგმენტი ძირითადად მაღალი დენადობის პოზიციებზეა მორგებული, რომლებზეც მათი ინფორმაციით, მუდმივად დიდი მოთხოვნაა ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან, ძირითადად საცალო გაყიდვების სფეროდან, სადაც მუდმივად განიცდიან კვალიფიციური კადრების დეფიციტს .



დავით კიკვიძე აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე მუდმივად დიდი კონკურენციაა, დამსაქმებელები მუდმივად განიცდიან კვალიფიცური კარდების დეფიციტს, შესაბამისად დასაქმების სააგენტოები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, თუმცა მათი მიდგომა მაინც განსხვავებულია ტრადიციულისგან, რადგან ცდილობენ პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის.


„სამსახურის მაძიებლებს ვაძლევთ საშუალებას,რომ მათი რეზიუმე ერთდროულად ნახოს უამრავმა დამსაქმებელმა, რაც ზრდის მათი დასაქმების ალბათობას, მაშინ როდესაც სხვა დასაქმების საიტების მეშვეობით რეზიუმეს აგზავნიან ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან. „ დასძენს კიკვიძე

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგეგმება რეკრუიტინგის დამატება, განსხვავბული მიდგომებით, არატრადიციული ფორმით. სხვადასხვა აქტივობების მასტერკალსების, ვორქშოპების დამატება, რომელიც მათი თქმით, პირველ რიგში ხელს შეუწყობს სამსახურის მაძიებლების და დამსაქმებლების უკუკავშირს.


hrlab.ge - ჩვენ დაგეხმარებით სამსახურის დაწყებაში!



თეგები:
დასაქმება



„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...


მსგავსი სიახლეები

up