თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის ფერდობზე ცხედრის პოვნას ადასტურებს. ამასთან, ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი, ნაპოვნი ცხედარი ეკუთვნის თუ არა მანამდე გაუჩინარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
შანაე ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. ის ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო — „ხელი გამიშვი, მომშორდი“, შემდეგ კი, ქალთან კავშირი შეწყდა.
შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.