საქართველოში დაფასოებული სარეცხი საშუალებების იმპორტი შემცირდა, თუმცა გაზრდილია დაუფასოებელი პროდუქციის შემოტანა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივნისში 12 506 030 დოლარის სარეცხი საშუალებები შეიძინა, მაჩვენებელი 24.6%-ით არის შემცირებული 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით. ამავდროულად საანგარიშო პერიოდში 4.34%-ჯერ არის გაზრდილი დაუფასოებელი პროდუქციის იმპორტი.
საქართველოში სარეცხი საშუალებების იმპორტით პირველ ადგილზე თურქეთია, იმპორტირებული სარეცხი საშუალებების 67.65% სწორედ მასზე მოდის, პირველ სამეულშია შედის რუსეთი და ისრაელი.