საქართველოში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება

საქართველოში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება

access_time2022-09-06 17:20:00

14 სექტემბერს თბილისში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას მიეძღვნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ინფორმაციითვე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდება.


„ციფრული კავშირის სამიტი რეგიონული მასშტაბისაა და თბილისში მოწვეული გვყავს რეგიონის ქვეყნების წამყვანი ტელეკომ - ოპერატორებისა და პროფილური საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ეს სამიტი პირველია ტელეკომუნიკაციის სექტორში, რომელიც პანდემიის შემდეგ საქართველოში ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დროს დაგეგმილი მრგვალი მაგიდისა და B2B - ის ფორმატის შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ თბილისის პლატფორმა იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რეგიონის ქვეყნების ოპერატორები პერიოდულად შეიკრიბონ და იმსჯელონ თავისი გეგმების, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის გზებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.



მისი თქმით, ღონისძიება იქნება პლატფორმა, სამხრეთ კავკასიიდან და მეზობელი რეგიონებიდან სფეროში დაინტერესებული მხარეების შეკრებისთვის ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნების განვითარების პოტენციალის გამოსაკვეთად, რათა განხილული და გამოვლენილი იქნეს შესაძლებლობები და გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული კავშირის განვითარებისთვის.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამიტზე კარგად იქნება წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი კვანძის. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების გზით, ხაზი გაესმევა ინვესტიციების და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და საქართველოს, როგორც ამ დერეფნების განვითარების ხელისშემწყობი ქვეყნის როლს.



თეგები:
სამიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up