საქართველოში ციფრული ეკონომიკის ასოციაცია დაფუძნდა - „ავუწყოთ ფეხი მომავალს’'

საქართველოში ციფრული ეკონომიკის ასოციაცია დაფუძნდა - „ავუწყოთ ფეხი მომავალს’'

access_time2018-06-12 09:00:55


 „ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს ციფრული ეკონომიკის გლობალურ პროცესებს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზულიფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ,“ - ასე განმარტა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის (DEAG) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ ახალი ასოციაციის შექმნის მოტივი, რომლის გარშემოც 50-მდე იურიდიული თუ ფიზიკური პირი გაერთიანდა.

 

მისივე თქმით, მრავალწევრიანი ორგანიზაციის დამფუძნებლების ერთიან მიზანს თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებთან მაქსიმალურად უშეცდომო ადაპტირება და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა წარმოადგენს.

 

„ჩვენ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზას ვთავაზობთ. უნდა მოხდეს ციფრული აქტივების სწორი რეგულირება საქართველოში (მაგ, AML პოლიტიკის გატარება, ინვესტორთა დაცვა). შედეგი - არსებული კომპანიებისა თუ სტარტაპ პროექტების ტოკენიზაცია (ციფრული აქტივების გამოშვება) და ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალურად მიმდინარე პროცესი - კრიპტოლიბერალური რეფორმა გლობალური სივრციდან შემოიყვანს კომპანიებს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს. ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელზე. უცხოური კაპიტალის შემოდინება აწყობთ კომერციულ ბანკებსაც. ზოგადად, ეს გარდაუვალი პროცესია და თანამშრომლობას სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ დღეს უნდა ავუწყოთ ფეხი მომავალს. - განაცხადა „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის“ პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.


 

DEAG-ს მკვეთრად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები აქვს, რაც ციფრული ბიზნესკულტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს სტიმულირებასა და მხარდაჭერას; საინვესტიციო პლატფორმის მომზადებას, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სისტემების ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას და ამ მიზნით, სახელმწიფო ან/და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ციფრული აქტივებისა და ციფრული ელექტრონული ვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვას, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და სხვა ინოვაციური პროექტების წარდგენას გულისხმობს.

 

„ჩემი ამ ასოციაციაში გაწევრიანების მოტივი პირდაპირ პასუხობს იმ ხედვებსა და ამოცანებს, რასაც ჩემი ორგანიზაცია - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება. ეს, უმთავრესად, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორების დივერსიფიცირება არ მოახდინა, რაც ფინანსური ბაზრების ტრანსფორმირებით უნდა დაიწყოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ბიზნესს ფინანსების საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია მოსაძიებლად მრავალი ალტერნატიული შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, საქართველოში კი მხოლოდ საბანკო სექტორია დომინანტი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობას იძლევა, სრულიად ახალი თამაშის წესები დამკვიდრდეს ფინანსურ სექტორში, რაც რეალურ საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია, იმ გუნდის მეშვეობით, რომელსაც ის აერთიანებს, ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელებას შეძლებს.“- განაცხადა „აბფა“-ს პრეზიდენტმა, DEAG-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, შოთა გულბანმა.

 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up