„საქართველოში ჩვენ შევქმენით და დავაარსეთ ახალი სპეციალობა მსოფლიოში-ველნეს თერაპევტი“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა, მისი თქმით ველნეს თერაპევტები მსოფლიოში პირველად საქართველოს ეყოლება.
„ამას ახლა სილაბუსები სჭირდება, ორწლიანი მაგისტრატურა სამედიცინო სპეციალისტებისთვის და ველნეს თერაპევტები მსოფლიოში პირველად საქართველოში გვეყოლება, არაოფიციალურად მე მყავს ბიოლში, რადგან ოფიციალურად ჯერჯერობით არ არსებობს. ეს ველნეს თერაპევტი, სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც გიყურებს შენ ჯანმრთელობის თვალით და ცდილობს დაგიტრენინგოს ორგანიზმი ისე, რომ მართლა ჯანმრთელი და ჯანსაღი იყო.
კანონმდებლობა გამოსაცვლელია, საბჭოთა კავშირის სანატორიუმების კანონმდებლობით არის ეს ყველაფერი, სასწავლებელი სისტემაა ამისთვის შესაქმნელი, მაგრამ ველნეს თერაპიის ინსტიტუტის შექმნა არის კიდევ ერთი უმთავრესი თემა. ამ მედიცინასაც მაგრად ამოვწევდით, პრევენციასაც, რეაბილიტაციასაც. ველნესი არის, როგორც ქოლგა, რომელიც წამოიღებდა ყველაფერს უმაღლეს დონეზე, მე შევქმენი ნიმუში, ეს იქნება ლოკომოტივი, მოვიდეს ვისაც უნდა, ყველას ყველაფერს ვაჩვენებ და ერთად გავაგრძელოთ ეს ყველაფერი, სად ერთი ბიოლი, რომ იქნება და სად 5000 ბიოლი რომ იქნება, ერთ ბიოლი საქართველოს ბრენდ კოდს ვერ შექმნის“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არა მხოლოდ მარკეტინგულად არამედ მეცნიერულად უნდა იყოს შემუშავებული და ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოდან მსოფლიოში მეცნიერული ნაშრომები უნდა ვრცელდებოდეს.
თაკო კვაჭანტირაძე