„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

access_time2020-01-28 18:15:26

ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა.


აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან შემოდის და ჩინური კერძების მთავარი ინგრედიენტია.

 

„კომერსანტმა“ ამ კითხვით აზიურ რესტორნებს მიმართა.  რესტორან „ძინ ჩაოს“ მენეჯერი როინ ხინთიბიძე თქმით, გავრცელებულმა ინფორმაციამ ბაზარზე გავლენა მაინც მოახდინა. თუ ჩინეთში ვირუსის ფონი არ შესუსტდა, სამომავლოდ საქართველოში სავალალო მდგომარეობა იქნება, რადგან ჩინეთიდან,  როგორც ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორიდან, იმპორტი შეჩერედება.  

 

საქართველოს ბაზარი  ბოლო 8 წელია ევროპულიდან აზიურ სავაჭრო მოდელზე გადაერთო, ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი კი ჩინეთია და პრობლემა მართლაც გვაქვს. აუცილებლად აისახება ჩვენს ბაზარზე ჩინეთში არსებული მდგომარეობა და ეს მხოლოდ რესტონებს არ ეხება, არამედ ყველა სფეროს, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქციით ჩინეთიდან  მარაგდება.“-ამბობს ძინ ჩაოს მენეჯერი და რესტორნის მუშაობაზეც აკეთებს განმარტებას.

 

„იანვარი და თებერვალი ისედაც რთული პერიოდია, აქტივობა საკმაოდ შემცირებულია. ჩინეთში არსებული მდგომარეობა რა თქმა უნდა დაგვეტყო. გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხალხი ცდილობს თავი შეიკაოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც.რაც შეეხება ნედლეულს, ჩვენ  ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ პროდუქციას  და ვამზადებთ ჩინური წესით.“-ამბობს როინ ხინთიბიძე. 


 

სტუმრების რაოდენობის სიმცირეს არა ვირუსს არამედ სეზონს უკავშირებენ „აზიურ სამზარეულოში“.  როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, განსაკუთრებით  დიდი დატვირთვით არ მუშაობენ, თუმცა სტუმრების სიმცირეს არ განიცდიან.

 

„რაც შეეხება ნედლეულს,რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩინეთიდან ჩამოგვაქვს,  მაგრამ რამდენიმე თვის მარაგი გვაქვს და ჯერ პრობლემა არ შეგვქმნია. სამომავლოდ რა იქნება ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,  ჩინეთში არსებული მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, რა თქმა უნდა არ შემოვიტანთ პროდუქტს და ადგილობრივი ბაზრით ვიმუშავებთ. რთული იქნება,  მაგრამ გარისკვას არ ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარი ჩვენი მომხმარებელია.“-ამბობს აზიური სამზარეულოს წარმომადგენელი.

 

ჩინეთში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად რესტორან სიანგანგის სტუმრების რაოდენობა არ შემცირებია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ მისმა  წარმომადგენელმა „კომერსანტს“ განუცხადა.


„ჩინეთში გავრცელებული ვირუსის მიუხედავად ჩვენს რესტორანში  მდგომარეობა არ შეცვლილა, მუდმივი კლიენტები და არა მარტო ისინი, ჩვეულებრივად სტუმრობენ რესტორანს. ნედლეულით ჩინეთიდან ვმარაგდებით, თუმცა, საკმაოდ დიდი ხნის მარაგი გვაქვს შემოტანილი. მარაგის ამოწურვის შემდეგ, თუ  ჩინეთში სიტუაცია არ შეიცვლება რა თქმა უნდა ჩვენც შევწვყეტთ მათგან მომარგება, რადგან ვზრუნავთ სტუმრებზე და მათ ჯანრთელობაზეც.“- განაცხადეს სიანგში.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა. მას ორი ადამიანი ემსხვერპლა.ვირუსი ჩინეთის სამხრეთ პროვინციის საზღვრებსაც გასცდა. დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა შანხაისა და იაპონიაში. დაავადებული ადამიანები ჰუბეის პროვინციაში მოგზაურობდნენ.


ჩინეთის მთავრობა ამბობს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის - დაინფიცირებულთა შორის არიან ოჯახის წევრები და ექიმები, რომელებსაც პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up