საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვეში 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოხატა

საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვეში 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოხატა

access_time2020-10-05 15:00:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


პროექტის ფარგლებში, ქვეყანას - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი - 2,000 აშშ დოლარია.



„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდიბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83 მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოშიხანგძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ.



მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% - სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% - მეწარმე.



პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.



ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ:


o რუსეთი - 28%

o აშშ - 18%

o ბელარუსი 6 %

o დიდი ბრიტანეთი - 5%

o უკრაინა - 5%



მიღებული განცხადებებიდან უკვე დადასტურებულია350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია. არდაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.



„„იმუშავე საქართველოდან“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ პანდემიის დროს, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირება და წახალისება. ჩვენი მიზანია პროექტის ფარგლებში სტრატეგიული ქვეყნებიდან ძალიან უსაფრთხოდ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები, რომლებიც შედარებით გრძელი ვადით იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და დისტანციურად იმუშავებენ საქართველოდან. ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით 1 თვეში 60-მდე ქვეყნის 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილს გამოხატავს.



ეს პროქტი გათვლია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და არა რაოდენობაზე, ამიტომ კრიტერიუმების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პირობაა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს თვეში მინიმუმ 2000 დოლარი შემოსავალი, რომ განვიხილოთ აპლიკაცია.



ჩვენ ამ პროექტით ხელს ვუწყობთ უსაფრთხოდ ტურიზმის ამოქმედებას და კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. პროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, მოხარული ვარ რომ ათობით სასტუმრო ჩაერთო კერძო საკარანტინო პროექტის ფორმატით, ეს დამატებითი სტიმულია კერძო სექტორისთვის. როგორც იცით უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ საკარანტინო ხარჯებს. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ეს პროექტი საერთაშორიო მედიაში, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა: New York Times, Forbes, Insider და სხვ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს ცნობადი და შემოვიდეს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების, რაც ჩვენს ეკონომიკას და კერძო სექტორს გააძლიერებს“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.



„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებშისაქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმასავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაშიშემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდაუზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა დატესტირება. (შესავსები ფორმისბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/ )







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up