2016 წელთან შედარებით საქართველოში  MERCEDES-ის იმპორტი  თითქმის 73%-ით, BMW-ესი კი 50%-ით შემცირდა

2016 წელთან შედარებით საქართველოში MERCEDES-ის იმპორტი თითქმის 73%-ით, BMW-ესი კი 50%-ით შემცირდა

access_time2019-02-11 13:00:13


საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბრენდის ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წელთან შედარებით 2018 წელს MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილის იმპორტი თითქმის  73 % არის შემცირებული, BMW-ესი კი დაახლოებით 50%-ით - ეს ინფორმაცია კომერსანტს შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა. 


გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც MERCEDES-ი იმპორტი ხორციელდება. კერძოდ, 2016 წელს ამ მარკის 15 483 ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 6 534, ხოლო 2018 წელს 4 181 ავტომობილი. 

 

MERCEDES-BENZ-ის შემდეგ იმპორტირებული ავტომობილების სიას BMW-ს მარკის ავტომობილი აგრძელებს. 2016 წელს ამ მარკის 5 040 ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 3 308, ხოლო 2018 წელს 2 506.

 



რაც შეეხება მაღალი კლასის ბრენდების სხვა ავტომობილების იმპორტს   PORSCHE ზე მოთხოვნა იზრდება  2016 წელს საქართველოში შემოვიდა 114,  2017 წელს 123, ხოლო 2018 წელს 155 PORSCHE. 

 

JAGUAR-ი  2016 წელს შემოვიდა 48, 2017 წელს 36, ხოლო 2018 წელს 46 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.

 

BENTLEY-ი 2016 წელს საქართველოში ყველაზე ცოტა 3 ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 8, ხოლო 2018 წელს 6.

 

„კომერსანტისთვის“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით, ხუთივე მარკის ავტომობილის ჯამური მონაცემის მიხედვით - 2016 წელს ჯამში 20 688 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2017 წელს 10 009, ხოლო 2018 წელს 6 894.


 

ლიკა გურაბანიძე






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up