საქართველოში ბიზნესის მთავარი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობა და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობაა - მსოფლიო ბანკი

საქართველოში ბიზნესის მთავარი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობა და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობაა - მსოფლიო ბანკი

access_time2020-07-16 10:00:23

მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში 581 ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად, 2019 წლის მონაცემებით, ბიზნესისთვის 10 მთავარი დაბრკოლება დასახელდა: პოლიტიკური არასტაბილურობა - 30%, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - 26%, არაკვალიფიციური მუშახელი - 15%, გადასახადები - 6%, ტრანსპორტირება - 5%, დანაშაული და არეულობა - 4%, ელექტროენერგია - 3%, სავაჭრო და საბაჟო რეგულაციები - 3%, შრომითი რეგულაციები - 2% და არაფორმარული სექტორი - 2%.


აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიერ დასახელებული გამოწვევებიდან 71% სამ ძირითად პრობლემაზე მოდის. საქართველოში არსებული კომპანიებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური გარემო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ანუ დაბალი საპროცენტო განაკვეთები და კვალიფიციური მუშახელის არარსებობა.


თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის კომპანიების და დიდი და საშუალო ზომის ორგანიზაციების მიერ დასახელებული პრობლემები პროცენტულად ერთმანეთისგან განსხვავდება. მცირე ფირმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, დიდი და საშუალო კომპანიების შემთხვევაში კი პირველ ადგილზე პოლიტიკური არასტაბილურობაა.


„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა საქართველოში არსებულ რეალობას ერთმნიშვნელოვნად ასახავს და ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად პოლიტიკური არასტაბილურობა რჩება.



„მსხვილი და საშუალო ბიზნესისგან განსხვავებით პატარა კომპანიებს უფრო მეტად უჭირთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც პოლიტიკური არასტაბილურობა რჩება როგორც ბიზნესისთვის ასევე ინვესტორისთვის. ვფიქრობ მსოფლიო ბანკის კვლევა რეალობას ძალიან შეესაბამება და ლოგიკურიც იყო, რომ შიდა თუ გარე ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობა რჩება და სიტუაციის დაწყნარება სურთ“, - განმარტავს სოსო ბერიკაშვილი.

 

ეკონომიკის ექსპერტის ზვიად ხორგუაშვილის აცხადებს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც არსებულ ვითარებაში კერძო საკუთრების უფლებების დარღვევას და გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას გულისხმობს, ცალსახად უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე.


„ვფიქრობ, რომ მუშახელის არაკვალიფიციურობის პრობლემა სიმართლეს ნაკლებას შეესაბამება, რადგან რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა მით უფრო არაკვალიფიციური მუშახელი ჰყავს და ეს ზოგადად ასეა. საერთო ჯამში კვალიფიციურ მუშახელზეც კი არ არის ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა, სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი უმუშევრობა. რაც შეეხება პოლიტიკურ არასტაბილურობას, ეს რა თქმა უნდა ცალსახად დიდი პრობლემაა, რადგან კერძო საკუთრების დაცულობის მხრივ საგანგაშო ვითარებაა, რაც  ერთის მხრივ გეოპოლიტიკურ არასტაბილურობის და მეორეს მხრივ სასამართლო სექტორში არსებული პრობლემების დამსახურებაა. შესაბამისად ბიზნესსაც აწუხებს ეს საკითხი, რადგან მთავრობა როდის და რას იზამ კერძო საკუთრების უფლების დარღვევის მხრივ ეს არავინ იცი. ამის ნათელი მაგალითია ანაკლიის პროექტი. ფინანსური ხელმიუწვდომლობა ცალსახად პრობლემაა ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის, რადგან ეს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს გულისხმობს ანუ თუ რესურსებზე ფასი მაღალია მათ ბიზნესი ნაკლები რაოდენობით მოითხოვს. საპროცენტო განაკვეთები რეგიონში აქტიურად მცირდება, თუმცა ჩვენთან პირიქით ხდება, გარდა ამისა, მის შემცირებას სებ-ის მიერ დაწესებული უამრავი რეგულაცია უშლის ხელს“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up