საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა - შესუსტდა თუ არა "კვირიკაშვილის ეფექტი"?

საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა - შესუსტდა თუ არა "კვირიკაშვილის ეფექტი"?

person access_time2016-09-14 13:30:00

საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა. ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც 2016 წლის მესამე კვარტალს მოიცავს ინდექსი ერთი ერთეულითაა შემცირებული. კვლევის ფარგლებში, ჯამში 74 დიდი და 227 მცირე და საშუალო კომპანია გამოიკითხა.


მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის ნდობის ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია, ის მაინც აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. კვლევის ავტორების განცხადებით, მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.


ამასთან, გამოკითხული ბიზნესმენების 38%-ი მიიჩნევს, რომ გასული სამი თვის განმავლობაში მათი ბიზნესის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია მიმდინარე ინდექსის შესამჩნევი ზრდა 30,4 პროცენტულ პუნქტამდე. ყველაზე მეტად ზრდა სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა.


ბიზნესის ოპტიმიზმი დაეცა 12,7 პროცენტული პუნქტით 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. გამოკითხული ბიზნესის უმეტესობა არ ელოდება ცვლილებას საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობაში და ასევე გამოკითხულთა 25% მომავალში ელის ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას.



კვლევის ავტორი გიგლა მიქაუტაძე განმარტავს, რომ რეალურად წლის დასაწყისში ბიზნესს საკმაოდ მაღალი მოლოდინები ჰქონდა რაც გამოწვეული იყო „კვირიკაშვილის ეფექტით".



 


„მოლოდინის ინდექსი გაცილებით მაღალი იყო ვიდრე რეალური მდგომარეობა, ახლა კი რეალური მდგომარეობა და მოლოდინები გაუტოლდა ერთმანეთს და ჭარბი ოპტიმიზმი შემცირდა , გახდა რეალისტური. ვერ ვიტყვით რომ კვირიკაშვილის ეფექტი აღარ მუშაობს თუმცა ემოციები რაც მის  დანიშვნას მოყვა შესუსტდა არა იმიტომ, რომ  იმედგაცრუებაა,  იყო მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვლებოდა მოკლე დროში . დღეს მოლოდინები აღარ არის გაზავებული ზედმეტი ოპტიმიზმით. „ - აცხადებს მიქაუტაძე.


ამას გარდა, მიქაუტაძე მოახლოებულ არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას . მისი თქმით, არჩევნების პროცესი იწვევს ნაკლებ ოპტიმიზმს კომპანიებში თუმცა სხვა მხრივ მდგომარეობა არათუ გაუარესებული არამედ გაუმჯობესებულია.


კვლევაში ასევე საუბარია ხელისშემშლელ ფაქტორებზეც რაც კომპანიებს ზრდის საშუალებას არ აძლევს - პირველ ორ პოზიციაზე ბაზრის სიმცირე-არასაკმრისი მოთხოვნა ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ამასთან, მსხვილი კომპანიების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათთვის არ არსებობს წინააღმდეგობა განვითარებისთვის.


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კვლევის მაჩვენებლები უკეთესია ვიდრე 2015 წლის თუმცა ჩამორჩება 2014 წელს დაფიქსირებულ მონაცემებს.



 




„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up