საქართველოში ბინების 70-80% განვადებით იყიდება

საქართველოში ბინების 70-80% განვადებით იყიდება

access_time2018-07-03 19:00:53

სამშენებლო კომპანიების გაყიდვების 70-80% განვადებაზე მოდის. როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 20-28% იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლეობას ბინის შეძენა ერთჯერადი გადახდით არ შეუძლია.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 90,8%-ით გაიზარდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოში სულ 77 954 ტრანზაქცია განხორციელდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2014 წლის მაისში 40 836 იყო.




რაც შეეხება ისევ 2018 წლის მაისს, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (25.5%-ით), ისე მეორადი (13%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. აპრილში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 67 223 ერთეული შეადგინა.




როგორც სამშენებლო კომპანია „ფრანგული უბანში“ აცხადებენ, რომ  მათი გაყიდვების 49 % შიდა განვადებაზე მოდის, 23% - ბანკის განვადებაზე (იპოთეკაზე), ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 28% იყიდება.




გაყიდვების 80%-ს განვადება შეადგენს დეველოპერულ კომპანია „ბინადარშიც“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ჯაყელის თქმით, ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 20% იყიდება.




„ჩვენს კომპანიას საბანკო განვადება არა, მაგრამ შიდა განვადება გვაქვს. შემიძლია თქვა, რომ გაყიდვების 80% მაინც განვადებაზე მოდის, 
დანარჩენი 20% იყიდება მხოლოდ ნაღდი აგნარიშსწორებით“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.



შედარებით განსხვავებული მაჩვენებელი აქვს დეველოპერულ კომპანია „რედკოს“. როგორც კომპანიის პროექტების მენეჯერი, მალხაზ კუნელაური აცხადებს, მათი ბინების 40-45% საბანკო განვადებით იყიდება, დაახლოებით 10% შიდა განვადებით, დარჩენილი კი ნაღდი ანგარიშსწორებით.


BPN






ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს
access_time2021-08-02 11:45:00
„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური...


მსგავსი სიახლეები

up