საქართველოში ბენზინის 2-3 კვირის მარაგი დარჩა – მოსალოდნელია საწვავის გაძვირება

საქართველოში ბენზინის 2-3 კვირის მარაგი დარჩა – მოსალოდნელია საწვავის გაძვირება

access_time2021-10-05 16:00:42

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსულმა ფასმა ბარელზე $81-ს, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსულმა ფასმა $77-ს გადააჭარბა. საქართველოში საწვავის საცალო ქსელში ფასები ჯერჯერობით ძველ ნიშნულზე ნარჩუნდება, მაგრამ გაძვირება უკვე თითქმის გარდაუვალია.


„კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვის დაუკავშირდა. მისი თქმით ნავთობზე ფასის ზრდას მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსი იწვევს. გლობალურად ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად აღდგა, მიწოდების ზრდის დინამიკა კი არ შეცვლილა, გარდა ამისა ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე $1200-ს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, გაზის ფასის ასეთი უჩვეულო ზრდა კი მის ნაწილობრივ ჩამანაცვლებელ ნავთობზე დამატებით მოთხოვნას აჩენს.


ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში პლატსზე დიზელი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ბენზინი. 1-ლი სექტემბრისთვის 1 ტონა დიზელი $592 ღირდა, დღეს ფასი $693-ს შეადგენს, რაც 17%-იან მატებას ნიშნავს. ბეზნინის ფასმა კი სექტემბერში სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა და ზრდის ტენდენცია მხოლოდ ოქტომბერში გამოიკვეთა და ტონაზე $747-დან $768-მდე გაიზარდა.


საქართველოში დიზელის ფასთან დაკავშირებით ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოლოდინი ცალსახად ნეგატიურია, თუმცა პოზიტიურ პროგნოზს ვერც ბენზინის შემთხვევაში აკეთებს, მისი თქმით მაქსიმუმ გარკვეული პერიოდი შეიძლება ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდეს. მსხვილი იმპორტიორების მარაგები კი 2-3 კვირის სამყოფია.



საცალო ქსელში ფასების ზრდაზე დამატებითი გავლენა შესაძლოა ვალუტის კურსმაც მოახდინოს. ლარის მკვეთრი გაუფასურება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ბოლო პერიოდში ოქტომბერ-ნოემბერში ის თითქმის ყოველ წელს უფასურდებოდა.


მაშინაც კი თუ ფასები აღარ გაიზარდა, რისი ალბათობაც მცირეა, დღეის მდგომარეობით ის რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა, არათუ რეგულარის ტიპის ბენზინი, პრემიუმიც კი აქამდე 3 ლარი არასდროს ღირებულა.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up